12:25 | 06 ნოემბერი, 2014
ტაქსისტის ნაამბობიმე თუ მკითხავთ ერთი ჩვეულებრივი, თუმცა როგორც მეუბნებიან, უცნაური თბილისელი ტაქსისტი კაცი ვარ. უცნაური იმიტომ, რომ ზოგიერთებივით არც ორი დიპლომი მაქვს და კლიენტებს ხურდასაც ყოველთვის დროულად ვუბრუნებ.
13:51 | 02 ნოემბერი, 2014
შეხვედრა თბილისშიეს ჩვენი გენრიხა რეებსა შვრება ნახე? რომელი გენრიხა არტემჯან? რო ვერა ვხვდები? რა რომელი შე ბემურაზო... ჩვენი გენრიხა რა, მხთარიანი. “ფუტბალისტი” რა...
11:22 | 30 ოქტომბერი, 2014
ვედრება ლათინურადნუთუ ეს ის დიადი ქალაქია, რომლის კედლებსაც არაერთი ბარბაროსის შემოჭრისათვის გაუძლია? ნუთუ ეს ის ხალხია, რომლებიც გოთებს, ტევტონებსსა და ბარბაროსებს ყველგან ამარცხებდნენ სადაც კი წააწყდებოდნენ? ნუთუ ეს ის გუნდია, რომლის ლოგოზეც რომელუსისა და რემუსის გამზრდელი ძუ მგელია გამოსახული? მე მგონი ჩვენ მოგვატყუეს. ჩვენ არ გვჯერა ასეთი რეალობის!
14:10 | 19 ოქტომბერი, 2014
ნუგზარი, მამუკა და... დათომამუკა და ბიძამისი ნუგზარი “ნახალოვკაში”, ნუგზარის ეზოში, კარალიოკის ძირში ისხდნენ და “კოსმოსს” აბოლებდნენ. მამუკას ხელში წინა დღის “ფუტბოლ-ჰოკეი” ეჭირა და ხმამაღლა უკითხავდა ბიძამისს. მეორე დღეს საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიას ხვდებოდა და ნუგზარი მალიმალ ეკითხებოდა ძმისშვილს: ”ჰა, ხომ ვუგებთ “მარიაკებსო”. ეზოს გარეთ დიდი სატვირთო მანქანები დაგრიხინებდნენ და საშენი მასალები გადაჰქონდათ. როგორც ტელევიზიის დიქტორს უყვარდა ხოლმე თქმა: “შენდებოდა და მშვენდებოდა ჩვენი დედაქალაქი”.
15:59 | 16 ოქტომბერი, 2014
მესის ნაცვლად მარადონა რომ ყოფილიყო...ლეო მესის დაუჩივლია, ბოლო დროს სულ გერმანიასთან წაგებული ფინალი მესიზმრება და ნამეტანი მიღრღნის სულს ის ავადსახსენებელი ფინალიო. უფრო ადრე, ანხელ დი მარიას უთქვამს, ფინალის წაგება ჩვენთვის უფლისგან მომავალი სასჯელი იყო, რადგან არგენტინელები საკუთარი თავის ხიბლში ვიყავით ჩავარდნილებიო.
17:41 | 12 ოქტომბერი, 2014
აზიური ბუნდოვანება21-ე საუკუნის აზიაში ფეხბურთი ძალიან რომ უყვართ, ეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებზეც დასტურდება, რადგან ტელეტრანსლაციების რაოდენობითა და გაყიდული სპორტული ამუნიციის მხრივ, აზია სხვა კონტინენტებს კარგა ხანია რაც აღარ ჩამოუვარდება.
13:34 | 06 ოქტომბერი, 2014
დიდი რაინდის დაბრუნება- ეს რა უცნაურ ქვეყანაში მოვედით ჩემო მეგობარო სანჩო. ამდენი დუქანი და ფუნდუკი ერთად არასოდეს მინახავს. როგორც ჩანს აქაურებს შეძლებაც კარგი აქვთ და არც პირის გემოს უნდა უჩიოდნენ.
11:30 | 02 ოქტომბერი, 2014
როგორ ვებრძოლოთ არასაფეხბურთო ანგარიშებსყველა ნათლად ვხედავთ იმას, რომ ბობოლა გრანდებსა და საშუალო დონის საფეხბურთო კლუბებს შორის კლასსა და ფინანსურ შესაძლებლობებში უფსკრული თანდათან იზრდება და იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ასე გაგრძელება საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. თუმცა, ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი არათუ რიგით გულშემატკივრებს, იმ ხალხსაც კი არა აქვთ, რომლებიც ჭკვიანური სახით “ბრძნადმეტყველებას” არასოდეს იზარებენ ხოლმე.
13:28 | 29 სექტემბერი, 2014
როცა კორუფცია “გეშინაურება“...სიყვარული... მართლაც რა უცნაური რამაა სიყვარული, რომელიც სწორედ მაშინ გეწვევა, როცა ყველაზე ნაკლებად მოელი და სწორედ მაშინ გახსენებს თავს, როცა ყველაზე ნაკლებად გჭირდება. ფულის სიყვარული – ეს სიყვარულის ის განშტოებაა, რომელიც არავინ იცის როდის იჩენს ადამიანში თავს. ძველი ბერძნები კი ამბობდნენ, ფულის სიყვარული ადამიანის თანმდევი ტანჯვააო, მაგრამ განა მხოლოდ ტანჯვაა? თუ არ გჯერათ, კორუფციაში ბრალდებულ ქართველ მსაჯებსა და საფეხბურთო ფუნქციონერებს კითხეთ ეს ამბავი და ისინი უკეთ აგიხსნიან რატომ არა მხოლოდ ტანჯვაა ფულისადმი უზომო ტრფობა.
11:00 | 21 სექტემბერი, 2014
უცნაური კაცი და ძველი მაისურებირა უნდა ქნა, როდესაც სახლში მიგეჩქარება, ქუჩაში ძველი ნაცნობი გხვდება და თავის საქმეზე გაყოლას გთხოვს? არჩევანი მხოლოდ ორია, ან დათანხმდები და დაქანცულობის მიუხედავად გაყვები, ანდაც, მიზეზების კორიანტელს დაახვავებ და საბოლოო ჯამში, ეს ნაცნობი, რა თქმა უნდა, მაინც განაწყენებული დაგრჩება. თუკი, ცოტა ხათრიანი ვინმე ხარ, მაშინ გაყოლებ-გამოყოლება, შეიძლება, დიდ თავსატეხად გექცეს...
10:58 | 18 სექტემბერი, 2014
გაუჩინარება ყატარშივინ არ იძახდა, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება სრული სიგიჟეა და დროა ფიფამ ამ გადაწყვეტილებას გადახედოსო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ – ფიფა მაინც ჯიუტად აწერდა ხელს მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის (თან პაპანაქება ზაფხულში) არაბეთის ნახევარკუნძულზე გამართვის გიჟურ იდეას და შესაბამისი შედეგებიც უკვე სახეზეა.