ბლოგი

13:51 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა თბილისში

  • ეს ჩვენი გენრიხა რეებსა შვრება ნახე?
  • რომელი გენრიხა არტემჯან? რო ვერა ვხვდები?
  • რა რომელი შე ბემურაზო... ჩვენი გენრიხა რა, მხთარიანი. “ფუტბალისტი” რა...
  • ვახ მაგას ვენაცვალე, ეგ ხო იცი ჩვენი სიამაყეა რა. ჩემ პატარა შვილიშვილსა სულ მაგისი სურათები და რამე-რუმეები აქს კედელზე გაკრული. მაგაზე რამეს რო კითხამ, ყველაფერს გეტყვის. ფეხის ზომა იცის კაცო, ფეხის ზომა.
  • ჰოდა რას გეუბნები, მამისმინე. გუშინ, კამპიუტერში მაყურებინეს ჩემებმა მაგისი თამაში გერმანიაში. გაგიჟდები რა, ისეთ რამეებსა შვება. ჯერ იყო ისა რო, მცველს ისეთი “პადსებია” გაუკეთა, ცახკაძორამდე გააცურა. მერე კიდე, პასები იცის ისეთი, რო ნერწყვი მოგივა რა.
  • ნერწვი რაზე არტემჯან? პასებზე? შენ რო დაბერდი ცოტა ვერა ხარ ჯანზე აი...
  • .. შენ ჩვენი ხორანა ხო გახსოვს ოგანესიანი? მაგანაც კაი პასები იცოდა ხოლმე და ერთხელა, ისნელმა სერგომა თქვა, მაგას ისეთი პასები აქს, ჩემი ცოლის გაკეთებულ ტოლმას მირჩევნიაო. მეც ავდექი და ვუხარი, შენი ცოლის ტოლმა მეც კი მიჭამია და მართალი ხარ, ხორანას პასები ჯობია მეთქი. ეწყინა მაგრამ ეგრე არ იყო? აი მაგის მერე ვამბობ ხოლმე რა, რო კაი პასი ცუდ ტოლმას ნაღდად ჯობიან.
  • მართლა კარგია ეს გენრიხა, მაგრამ ჩვენი “სბორნი” მაინც ვერსად გაიყვანა. ეგა მკლამს ხო იცი? ერთხელ მაინც რო გავიდეთ ჩემპიონატზე, მერე თუ გინდა სულ დოლ-გარმონით მიმაცილეთ საფლავამდინ. მაგრამ ვერა შვრებიან ვერა...
  • წინაზე გადიოდნენ ხო იცი. მაგრამ ვერა ქნეს მამაძაღლი ირლანდიელების გამო. მაიცა, ჩვენც გავალთ შენ გული არ გაიფუჭო. აი ნახამ თუ არ გავალთ!
  • ეჰ, ქართველებსაც გონიათ რო გავა საქართველოს ნაკრები, მაგრამ რას გავა ძმაოჯან. ფეხბურთელი მაგათ არა ყავთ და თუ ვინმე მაგარი ბიჭი ეზრდებათ, ეგრევე კაი მანქანის ყიდვაზე აქვს თვალები დაჭყეტილი. მერე ჩვენზე ამბობენ ფული უყვართო. თვითონ ხო მამა უცხონდათ, ფული ეჯავრებათ რა...
  • განა მე არ “ბალეშიკობ” საქართველოს გუნდსა. ეგეც ჩვენია ხო იცი. მაგრამ ვეღარ ვუყურებ მაგათ მაზალო თამაშს ამ ბოლო დროს. გული არ მიშვებს კაცო. რასაც ეგენი შვრებიან მაგასა ფეხბურთი ქვიან? აფსუს, სად არიან ყიფიანი და დარასელია. ალბათ საფლავში ტრიალობენ ამათ ცოდვილობას რო უყურებენ.
  • ყიფიანი მართლა კარგი ვინმე იყო რა. აი მაგის პასები ნაღდად ჯობდა ”დაჟე” კარგ ტოლმასაც კი... ახლა სად არიან მაგისნაირები. ევროპაში შენ როგორ გგონია? მანდაც ყველაფერი ფულის ამბავი გახდა. ყიფიანისნაირი ბიჭები რო აღარ არიან, ამიტომაა ყველას საქმე კარგად.
  • სუ ტოლმა-ტოლმაო რო ვილაპარაკეთ, მომანდომე შე ოხერო. რამე ვარიანტი არი შენკენა? აბა ჩემი ცოლი საღამომდე საპარიკმახეროში იქნება და იქიდან არუსიაკას გამოყვანას ჯობია ბუღა გამოივყვანო კორიდიდან.
  • ვიცოდი ეგრე რო მორჩებოდა ჩვენი ლაპარაკი. წამო წამო ჩემთან და იმ გიჟ გიასაც დავუძახოთ. ძაან უყვარს სომხური ტოლმა. თან აღიარებს რო სომხურია.
  • გია რომელი? პრაფესორა?
  • ჰო ეგა. კაი ბიჭია. მეეწონება ჩვენთან დაჯდომა ხო იცი.
  • ვუთხრათ კაცო, აბა რა.
  • წამო ჰა, მოვიდა საღამო...

0.118445