23:21 | 19 ივნისი, 2024
მუსიალამდე იყო ქართველი!იცით ეგეთი ხალხი - იორუბა? ნეგროიდული რასის ხალხია დასავლეთ აფრიკის ოთხ ქვეყანაში: ნიგერიაში, ტოგოში, ბენინსა და განაში. არ არიან ცოტანი - სადღაც 40 მილიონამდე. და იცით ვინ არის ნიგერიელი იორუბა დანიელ რიჩარდი? და მისი მეუღლე კაროლინი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მაგისტრი, სოციოლოგი? არააა? სირცხვილი და თავის მოჭრა! და მაგათი შვილი მაინც არ იცით, შტუტგარტში დაბადებული და ლონდონში გაზრდილი, ვისაც ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული, ოღონდ ეხლა გოლები გერმანული ნაციონალმანშაფტისთვის გააქვს? იმ დღესაც გაიტანა შოტლანდიასთან და დღესაც უნგრეთთან. ყოჩაღ, ეგ გცოდნიათ - ჯამალი, ამ ევროს ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირი, ვისაც დაბადებისთანავე საბუთებში დედის პოლონური გვარი ჩაუწერეს - მუსიალა. და იცით, რომ ეს ჩვენი ჯამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სულ მეორე ფეხბურთელია, ვინც 21 წლისამ შეძლო პირველ ორ თამაშში გოლების შეგდება? აწი გეცოდინებათ.
16:17 | 18 ივნისი, 2024
შემოაბრუნეთ ჩარხი ბოლომდე!1989-90 წლების მიჯნაზე, მაშინ როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა პრაქტიკულად პიკში იყო, ზვიად გამსახურდიას ახლო გარემოცვის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა თქვა: 90-ში ფიზიკურად ვეღარ ვასწრებთ, მაგრამ 1994-ის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე არათუ გავალთ, საპრიზო სამეულშიც კი მოვხვდებითო...
10:29 | 18 ივნისი, 2024
ზღაპრის ბოლო ბერლინია!აჰა, დადგა 2024 წლის ეს ისტორიული 18 ივნისიც. ჩვეულებრივი არც აქამდეც იყო ეს 18 ივნისი, დათო ყიფიანის დაბადების დღე. ყიფიანის, დარასელიას, ჩივაძის, გუცაევის, შენგელიას, გაბელიას და იმ ბიჭების ზღაპრული სვლა სადაც დამთავრდა კეთილად, კი ვიცით - გერმანულ დიუსელდორფში.
23:24 | 17 ივნისი, 2024
როგორი იქნება 2024 წლის 18 ივნისი, საკითხავი აი ეს არის!1996 წლის ივნისია და ინგლისში ევროპის ჩემპიონატია გახურებული. იქით ზამერმა და კლინსმანმა გაანადგურეს რუსები, აქეთ ბობანმა და შუკერმა იგივე 3:0 დამართეს დანიას, სრულიად ინგლისი კი ჰოლანდიასთან მატჩს ელის. მოკლედ, დიდი ამბებია.
22:12 | 17 ივნისი, 2024
ფეხბურთის ზეიმი გერმანიაში საქართველოს მონაწილეობით2006 წლის ზაფხულია, 14 წლის ვარ და მსოფლიოს ჩემპიონატზე არც ერთ თამაშს ვტოვებ. თამაშს კი, არა, ყველა სპორტული გაზეთი, რაც მაშინ საქართველოში გამოიცემოდა, ყოველდღე ჩემს ხელში ხვდება, ვკითხულობ და ვკითხულობ.
18:14 | 16 ივნისი, 2024
შვიდეული: მიქაუტაძე და ნაირებიცნობილი ამბავია, რომ გეოგრაფიული მდებარეობის, რბილი კლიმატის, დემოკრატიული ტრადიციებისა და ლიბერალური პოლიტიკური სისტემის გამო, თუ კიდევ რაღაც სხვა მიზეზებით, საფრანგეთი მუდამ იზიდავდა სხვადასხვა ჰორიზონტიდან მოსულ ემიგრანტებს.
15:20 | 15 ივნისი, 2024
მინი-მოურინიოს ჭეშმარიტების ჟამიუცნაური იღბლის კაცია იულიან ნაგელსმანი. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც „ბაიერნისა“ და ბუნდესნაკრების სამზარეულოს საუკეთესო მცოდნე მეჰმეტ შოლმა „ლეპტოპ-მენეჯერთა“ თაობა შეარქვა. ეს გერმანელ მწვრთნელთა ახალგაზრდა თაობაა - საფეხბურთო ტაქტიკასა და თეორიაში გაწაფულ მწვრთნელთა თაობა, რომელიც არ უშინდება სიახლეებს. ეს თაობა არ უშინდება არც გაბედულ ცდებს ფეხბურთის მოედანზე და არც ექსცენტრიკულ საქციელს მის გარეთ. მაგალითად, ნაგელსმანივით, ზებენერშტრასეზე, „ბაიერნის“ ბაზაზე სკეიტბორდით წრეების დარტყმას.
15:36 | 03 მაისი, 2024
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ქვეყანა, არცერთი ჩემპიონატი და არცერთი სპორტული ღონისძიება!“ჩვენს სამსაუკუნოვან მტერზე - რუსეთზე, მის მხარდამჭერ სამარცხვინო ქართველებზე და რუსულ კანონზე შეტევა თავიდან კახელმა გიორგი ქოჩორაშვილმა დაიწყო, ახლა მას მეგრელი ლუკა ლოჩოშვილი აჰყვა და ეს საამაყო ესტაფეტა ჩვენმა სპორტსმენებმა ერთხმად და რაც მთავარია, ღირსეულად გადაიბარეს.
13:17 | 11 აპრილი, 2024
ისევ პირველმა და ისევ ზუსტად!მართლაც როგორი სიმბოლურია, რომ ისევე როგორც 26 მარტის ლეგენდარული მატჩის დროს პენალტების სერიის დაწყების მთელი სიმძიმე, ახლაც, რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსვლის მთელი სიმძიმეც საკუთარ თავზე გულიანმა კახელმა ბიჭმა, გიორგი ქოჩორაშვილმა აიღო. თანაც ეს, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ზუსტად იმ მომენტში შეასრულა (სწორედაც რომ შეასრულა!), ქართული სპორტის წარმომადგენელთა ფლანგს გამბედაობის მაგალითის მიცემა ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა.
18:31 | 31 მარტი, 2024
ბავშვები დიდი ზეიმისასსაქართველოში ღიმილიანი ხალხი დადის! ამას აქამდე ალბათ ვერასოდეს დავიჯერებდი! მე კი ყველაზე მეტად ბავშვების სიხარული მახარებს.