13:43 | 27 სექტემბერი, 2023
იტალიის უხმობი ტოტიქართველებს ფრანჩესკო ტოტი არ უყვარს. ეს არც არის გასაკვირი. შეშლილი რომაელის მიერ საქართველოს ნაკრებთან მოპოვებული მავანისთვის საეჭვო პენალტები ჯერ ისევ დაღად ატყვია ქართველ ქომაგებს.
19:34 | 19 სექტემბერი, 2023
ჩემი ინგლისური ახირებებიყველას ჩვენ-ჩვენი უცნაური ახირებები გვაქვს და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ყოვლად წარუმატებელი, უფერული და ერთი შეხედვით უინტერესო საფეხბურთო კლუბის ქომაგი იყოს.
13:22 | 27 აგვისტო, 2023
ევროპიდან არაბეთისაკენჩვენ ბავშვობიდან მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ კარგი ფეხბურთელები (რომელი ქვეყნიდანაც კი არ უნდა იყვნენ) კარიერის საუკეთესო წლებს ევროპის ლიგებში უნდა თამაშობდნენ და მხოლოდ კარიერის მიწურულს აქვთ იმის „უფლება“, რომ ევროპას გასცდნენ და აზიის ან ამერიკის ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატეbში დაასრულონ ბურთის გორება.
14:27 | 13 აგვისტო, 2023
პირველებში პირველი: ლეგენდის დახურული კარიენცო ფერარი ამბობდა: "მიეცით ბავშვს ფურცელი, რამდენიმე ფერი და სთხოვეთ დახატოს მანქანა, ის აუცილებლად გააწითლებს მას".
13:24 | 31 ივლისი, 2023
სირცხვილი, რომელსაც დასასრული არ აქვსქართული საფეხბურთო კლუბების ევროტურნირებზე მორიგ სამარცხვინო გამოსვლაზე შეგნებულად არ ვწერდი. არა იმიტომ, რომ სათქმელი არ მაქვს და სხვა ქომაგების მსგავსად არ მეშლება ნერვები იმ ტყუილსა და სიყალბეზე, რაც ჩვენს ფეხბურთში არსებობს.
13:15 | 23 ივლისი, 2023
ჩაკვე, აბა შენ იცი!სულ რაღაც 30 წელია, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის ციცაბო აღმართს მიუყვება და არც კახი კალაძეს, არც თემურ ქეცბაიას, არც ძმებს არველაძეებს და თქვენ წარმოიდგინეთ არც გიორგი ქინქლაძეს ისე არ გამოუღვიძებია და იმედებით აღუვსია ქართველი ქომაგი, როგორც ეს სრულიად მოულოდნელად გამოჩენილმა პატარა ბიჭმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა.
16:18 | 13 ივლისი, 2023
საქართველო სერია A-ს მოლოდინშიგასულ კვირას იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების გათამაშების კალენდარი გამოქვეყნდა და ქართველი ქომაგების ზაფხულის „ძილიდან“ გამოფხიზლებაც დაიწყო.
19:48 | 29 ივნისი, 2023
ბათუმი, ფეხბურთი, ზღვა, ლუდი...ისტორია მუდამ მეორდება. ისევე როგორც 100 წლის წინ, იმ ქარიშხლიან დღეებში, 2023 წლის 28 ივნისსაც ჯერ კიდევ დილიდან ბათუმში ინგლისელები და გერმანელები ერთმანეთს უბღვრდნენ. ასე, ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და უბღვერდნენ! ბევრი არ იყვნენ, მაგრამ საკმარისად იყვნენ იმისთვის, რომ კარგა გვარიანი ჩხუბი გამოსვლოდათ.
17:12 | 20 ივნისი, 2023
ქართველები „სპილენძის კუნძულზე“17 ივნისს კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მთელი დღე საშინლად ცხელოდა. ეს პაპანაქება დიახაც რომ გააკვირვებდა რაგინდა სიცხის მოყვარულსა და ზღვისპირას გაზრდილ ქართველს. იბუგებოდა რის ვაი ვაგლახით გახარებული ნატანჯი ხეები და არანაკლებად ნატანჯი ადამიანები, რომლებიც რაღაც სასწაული ძალისხმევით, ამგვარ სიცხეში მაინც ახერხებდნენ მუშაობას.
12:51 | 04 ივნისი, 2023
განჯინადან ძველი კონიაკის ბოთლების გამოღების ჟამი!შარშან ამ დროს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2023 წლის 2 ივნისი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი წარმატება ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად არ ჰქონია. ალბათ მიხვდით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს აღიარებას ვგულისხმობ.
13:39 | 24 მაისი, 2023
თვითგვემა იტალიურად, დიდი წარმატებების ფონზეშეთქმულებების თეორიების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და სადისციპლინო კომიტეტი მოწოდებულია იმისთვის, რომ როდესაც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სასიკეთო ძვრები იწყება, პოზიტიური წინსვლა ადგილზევე ჩაკლან და არ დაუშვან. სხვაგვარად ვერ ვხსნი იმ მუდმივ სკანდალებსა და გარჩევებს, რასაც ადგილი იტალიაში თითქმის ყოველ წელს აქვს და რასაც უკვე შევეჩვიეთ კიდეც.