ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

10:52 | 31 დეკემბერი, 2018

დიდი გამარჯვებების წელი

სულ რამდენიმე საათში 2018 წელი წარსულში დარჩება. გასული წელი ჩვენი ქვეყნის სპორტული მოვლენებით მართლაც დახუნძლული იყო. უფრო მეტიც - ალბათ იშვიათად გავიხსენებთ წელს, როდესაც სპორტის ამდენ სახეობაში გვქონდა ხელშესახები წარმატება. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა მუდამ წინ უნდა გავიხედოთ და გვჯეროდეს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და დიდი გამარჯვებებით აღსავსე იქნება.

ლევან სეფისკვერაძე

13:42 | 23 დეკემბერი, 2018

ჩაფლავებული “მოუ“ და გახარებული ქომაგები

იშვიათია შემთხვევა , როდესაც მტერ-მოყვარე გუნდიდან მწვრთნელის გაშვების აუცილებლობაზე თანხმდება. ასეთი იშვიათობა ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც საერთო კონსესუსს ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაც აჰყვა და გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან მიაბრძანეს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის გამო კლუბს გვარიანი საკომპენსაციო თანხის გადასხდა მოუწია. ერთი სიტყვით, “მანიუს“ ხელმომჭირნე ბოსებს დიდი ჯარიმის გადახდა ერჩიათ ქომაგების გადამტერებას, რისი ნიშნებიც კარგა ხანია არსებობდა.

ლევან სეფისკვერაძე

12:03 | 10 დეკემბერი, 2018

კოსოვო, სან მარინო და აფხაზების იმედი

მსოფლიო ფეხბურთის ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ უეფას თავის რიგებში არასოდეს მიუღია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციები. ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოდგება კოსოვო, რადგან ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მსოფლიოს ბევრმა დიდმა ქვეყანამ აღიარა. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს აფხაზებს როგორც ჩანს, უეფას მიერ მათი ფეხბურთის აღიარების იმედი გაუნდათ. არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პატარა ქვეყნების საფეხბურთო კლუბებს მეზობელი დიდი ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მისცეს. ასეთი გუნდებია: “მონაკო“, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, ლუქსემბურგის “ვადუცი“, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონატში ირჯება.

სოფო ერქვანია

13:00 | 08 დეკემბერი, 2018

სანამ ანდორასთან ქულებს დავკარგავდით...

ალბათ, ცოტა დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

ლევან სეფისკვერაძე

09:34 | 02 დეკემბერი, 2018

დიდი ამბები ბუენოს აირესში

ბუენოს აირესის ვიწრო ქუჩებისა და ღარიბული უბნების მიღმა არსებობს რაღაც დიდი, გასაოცარი და მომაჯადოვებელი. ბოლომდე ვერავინ ამოხსნა თუ რა ქვია ამ ფენომენს, მაგრამ საკმარისია ადამიანმა არგენტინის დედაქალაქში თუნდაც ერთი დღე გაატაროს, ყველა ადვილად ხვდება ჩვეულებრივ ქალაქში რომ არ ჩასულა და მუდმივად თან დასდევს მოლოდინი, რომ იხილავს რაიმე წარმოუდგენელს, დაუჯერებელს და დიდებულს.

ლევან სეფისკვერაძე

11:30 | 26 ნოემბერი, 2018

ედმუნდო

როდესაც “ნაგიჟარ” ფეხბურთელებზე საუბრობენ, ზოგი პოლ გასქოინს იხსენებს, ზოგი ერიკ კანტონაზე, თონი ადამსზე, ან თუნდაც დიეგო მარადონაზე საუბრობს. მე კი რატომღაც ერთი შავტუხა, ფეხებმოღრეცილი კაცი მახსენდება, რომელსაც სადაც კი თამაშობდა, გულშემატკივრები თითქმის ყველგან აგინებდნენ და მისი არცთუ ცუდი თამაში დღეს ფაქტობრივად ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს.

ლევან სეფისკვერაძე

18:51 | 11 ნოემბერი, 2018

ის, რაც არასოდეს განმეორდება

გუშინდელი დღესავით მახსოვს ქართული ტელევიზიის მიერ გადაცემული სულ პირველი ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველი რეპორტაჟები. ეს 1999 წლის შემოდგომაზე მოხდა. მაშინ ლიგაში ფლორენციის “ფიორენტინა” თამაშობდა და გაბრიელ ბატისტუტა სასწაულებს სჩადიოდა. მაშინაც და ახლაც, ქართველებს ძალიან მოგვწონდა შედარებით სუსტი გუნდების მიერ ძლიერთა ძლევის პრეცენდენტები და ამის მიზეზი ჩვენივე ცხოვრება იყო. ჩვენ ხომ ტერიტორიებწართმეული, დაჩაგრული, ნახევრად მშიერი, გამწარებული ხალხი ვიყავით და გაფუფუნებული “არსენალის” მძლეველ ბატისტუტაში ქვეცნობიერად საკუთარ თავებს და ქართულ მარადიულ ოცნებას ვხედავდით.

ლევან სეფისკვერაძე

17:56 | 09 ნოემბერი, 2018

ათენის ოლიმპიური ქალაქი ოლიმპიადიდან 14 წლის შემდეგ

ხშირია შემთხვევები, როდესაც დიდი სპორტული ღონისძიებები ხელისუფლებებისა და დაინტერესებული წრეების მიერ პოლიტიკური მიზნებითაა გამოყენებული. როდესაც სპორტული ფორუმის სრულდება, დავიწყებას ეძლევა ის აუცილებლობაც, რომ ამგვარი ტურნირების დანატოვარი ინფრასტრუქტურა მისახედია და ეს ცხადია საკმაო ხარჯებთანაცაა დაკავშირებული.

ლევან სეფისკვერაძე

16:45 | 28 ოქტომბერი, 2018

საფეხბურთო სიზმრები

ერთხელ მარადონამ დაიჩივლა, მუდამჟამს კოშმარები მესიზმრება და ისეთ დღეში ვარ, ღამე დაძინებისაც კი მეშინიაო. რთული სათქმელია მარადონას სიზმრისეული კოშმარები დაკავშირებულია თუ არა მის ნარკოტიკების სიყვარულთან, მაგრამ ნამდვილად ერთ რამედ ეღირება სიზმრებისგან შეწუხებული, შუაღამით საწოლიდან წამომხტარი დიეგის ცქერა, რომელსაც ძილის სიკვდილივით ეშინია.

ლევან სეფისკვერაძე

19:25 | 21 ოქტომბერი, 2018

კაცი იმპერატორის ყურსუკან

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რომელიმე ჯგუფიდან (მნიშვნელობა არა აქვს დონესა და რეალობას) გავიდა და თან ეს პირველი ადგილით მოახერხა. შთამბეჭდავია ევროპის ერთა ლიგის პირველი ოთხი მატჩის შედეგებიც. ოთხი გამარჯვების გარდა ხომ ისე მოხდა, რომ ჩვენს გუნდს ჯერ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია (იმედია კიდევ კარგა ხანი ვისიამოვნებთ ამ სტატისტიკით) და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები საშუალოზე დაბალი კლასისანი იყვნენ, ყველანაირი გამარჯვება სასიხარულოა და განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, ვინც ასე ძალიან ვართ ფეხბურთში ნებისმიერ წარმატებას დანატრებულნი და დახარბებულნი.

ლევან სეფისკვერაძე

11:52 | 14 ოქტომბერი, 2018

დაუვიწყარი არგენტინელი

ის იყო სრულიად უცნაური ბიჭი, როგორსაც პატარა ქალაქ რეკონკისტაში ბევრს ვერ ნახავდით. უყვარდა ფეხბურთი, გემრიელად ჭამა და მამამისის ცხენების რემის დაფრთხობა, როდესაც მამა აივანზე არ იჯდა და გრძელი ყალიონით არ აბოლებდა იაფფასიან თამბაქოს. რეკონკისტა მთელს არგენტინაში ერთ -ერთი ყველაზე მიყრუებული პროვინციის - სანტა-ფეს კიდევ უფრო მეტად მიყრუებული ქალაქია, სადაც ესპანელები, იტალიელები და მრავალ ვაებას სასწაულით გადარჩენილი ინდიელები ერთად მოსახლეობენ და სადაც როგორც იძახიან, ჯერ კიდევ შეიძლება ნამდვილი, რბილი და ფაფუკი ნამდვილი არგენტინული სტეიკის დაგემოვნება.

<< პირველი<< წინა1617181920212223242526შემდეგი >>
0.283591