ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

11:52 | 22 ივლისი, 2018

დიდი და კარგი საქმე - თერაპია და სპორტი ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ

ნარკომანია და ალკოჰოლიზმი ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომაა - ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით. ალბათ იმაზეც ვთანხმდებით, რომ ამ სენით დაავადებულ ადამიანებს მიყურისძირება კი არა, დახმარება და თანადგომა სჭირდებათ და ცნობილი ამბავია, რომ რეაბილიტაციისათვის სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და სპორტს შეუძლია ბევრად უფრო გაუმარტივოს და შეუმსუბუქოს ადამიანს გადალახვის პროცესი, ვიდრე ნათესავ-ახლობელ-მეგობრების არაფრისმომტან შეგონებებს.

12:49 | 16 ივლისი, 2018

გაიქეცი კილიან, გაიქეცი

კილიან მბაპე მომავალია. ფეხბურთის. საფრანგეთის. სპორტის. მაგარი ბიჭი მაგარი ფეხებით.

ლევან სეფისკვერაძე

12:48 | 15 ივლისი, 2018

დღეს საღამოს დავივიწყოთ მასპინძელი და დავტკბეთ ფინალით!

დღეს საღამოს მოსკოვში ფეხბურთის ქომაგებისათვის ის მოხდება, რასაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ელიან და ელაციცებიან. რომელი საფეხბურთო ნაკრების თავგადაკლული ქომაგიც არ უნდა იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ის მატჩია, რის ნახვასაც ყველა აუცილებლად თვლის. ანდა ფეხბურთის გულშემატკივრებს საერთოდ არც უნდა ვახსენებდე, როდესაც მუნდიალის ფინალს ისინიც კი უყურებენ, რომლებიც ფეხბურთისაგან მოშორებით დაყუდებულან.

13:35 | 11 ივლისი, 2018

შავ-თეთრი რონალდუ

„იუვენტუსი“ შეიცვლება. „იუვენტუსი“ უკვე შეიცვალა. „იუვენტუსი“ სანდო, ეკონომ-კლასის „ფიატიდან“ ახალ მონსტრზე გადაჯდება. იტალიამ მიიღო მომავალი.

ლევან სეფისკვერაძე

15:23 | 08 ივლისი, 2018

მუნდიალის დანატოვარი

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების უფლების მოპოვებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა სხვადასხვა მიზნებით და ინტერესებით ცდილობდეს. ზოგან უმთავრესად ფინანსურ მოგებას თვლიან და ჩემპიონატს წმინდა მარკეტინგული თვალით უყურებენ. ზოგან მასპინძლობის სურვილი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებითაა ნაკარნახევი და არის და ადრეც იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ტირანულმა რეჟიმებმა მუნდიალები საკუთარი ხელისუფლების გასამყარებლად, მასებზე ზეგავლენის მოსახდენად და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ლეგიტიმურობის გასაზრდელად გამოიყენეს.

ლევან სეფისკვერაძე

13:51 | 01 ივლისი, 2018

მსაჯობა მუნდიალზე

- ბევრი კი იძახეს, გამეორებების სისტემის დანერგვა ფეხბურთს ავნებსო, მაგრამ ავნო კი არა, აგერ ყველა კმაყოფილია ამ გამეორებებით. მსაჯებიც ხომ ხედავ ცოტა აზრზე მოვიდნენ და ისეთ შეცდომებს აღარ უშვებენ - ადრე რაც იყო.

ლევან სეფისკვერაძე

14:27 | 24 ივნისი, 2018

ძველი ყავახანები ლესელიძეში

ფეხბურთი არამხოლოდ სიხარულია. ფეხბურთი ფიქრის, განსჯისა და გულისხეთქვის თამაშიცაა და ეს ყველაზე კარგად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩანს. საფიქრალი და სადარდებელი კი ყველას თავისი აქვს და რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ, ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებთ არგენტინელი ქომაგების ფიქრებს ისლანდიასთან მატჩისას და გერმანელი გულშემატკივრების ცრემლებს მექსიკის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ.

ლევან სეფისკვერაძე

13:34 | 17 ივნისი, 2018

კარგად ნაცნობი რუსეთი

საფეხბურთო მუნდიალი უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო და საფეხბურთო მსოფლიოში ბევრს ქომაგს კიდევ არ სჯერა, რომ ფიფამ ეს მნიშვნელოვანი მისია ისეთ ქვეყანას მიანიჭა, როგორიც რუსეთია და ამის გამო მოხდა ისე, რომ ფეხბურთის მრავალ ტრფიალს უბრალოდ ხალისიც კი დაეკარგა არამხოლოდ რუსეთში წასვლის, არამედ ტელევიზორის ჩართვისაც კი. არადა, მუნდიალი ხომ მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ იმართება!

ლევან სეფისკვერაძე

12:49 | 10 ივნისი, 2018

სუმოს ქართული შტრიხები

რომ არა ჩვენი საამაყო ფალავნის, უკვე დიდი ოძეკის, ლევან გორგაძის, - ტოჩინოშინის წარმატება, საქართველოში სუმოს ასეთი პოპულარიზაცია ალბათ კიდევ დიდი ხნის მანძილზე შეუძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სუმოისტები იაპონურმა სპორტულმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაიცნო, ფაქტია, რომ ასეთი დიდი მიღწევები რაც ლევანს ქონდა, სხვა ქართველ სუმოისტებს ოცნებად დარჩათ და სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა თავისი შვილი სუმოთი დაეინტერესებინა.

ლევან სეფისკვერაძე

11:45 | 03 ივნისი, 2018

შეხვედრა - სუმო და საკე

- რა ქენი, უყურე? - ვუყურე კი არა, აგერ სამი კვირაა დავდივარ და ისეთ სიტყვებს ვიმეორებ, აქამდე გაგონილიც რომ არა მქონდა. ცოლი მეუბნება - არ ვიცი გამიხარდეს თუ მეწყინოს, სიბერეში იაპონურის სწავლა რომ დაიწყეო.

ლევან სეფისკვერაძე

12:15 | 26 მაისი, 2018

დღე, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს!

მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას,

<< პირველი<< წინა1819202122232425262728შემდეგი >>
0.300365