ბლოგი
ლევან სეფისკვერაძე

12:34 | 24 ნოემბერი, 2019

ქართული ფეხბურთი გზაგასაყართან

2020 წლის მარტის ბოლოს საქართველოში დიდი ამბები იქნება. ეს პერიოდი ერთგვარი გზაგასაყარია. ჩვენი ცხოვრება ისედაც პოლიტიკური ავ-კარგითაა სავსე და ალბათ ხვდებით, რომ რაიმე წინასწარ დაანონსებულ პოლიტიკურ გარდატეხას არ ვგულისხმობ. ჩვენი საფიქრალი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და ერთა ლიგის ნახევარფინალ-ფინალებს ეხება, რომელიც თანდათან გვიახლოვდება და იმედთან ერთად შიშიც გვიძლიერდება.

ლევან სეფისკვერაძე

12:33 | 17 ნოემბერი, 2019

ცნობილი “რუსული გაძურწვა“ ელადაში

ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველმა ლუდხანაში შეკრებილი ხალხი დაარწმუნო, ბარში ცადაზიდულ ერთადერთ დიდ ეკრანზე შვეიცარიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი ჩართონ და არა სხვა ნებისმიერი. არ ვიცი, შეიძლება ჩვენაც ასე ვქნათ, თუკი მაგალითად ალბანელი ტურისტი მაინცდამაინც ალბანეთის ნაკრების მატჩის ჩართვას მოითხოვს მაშინ, როდესაც მომდევნო ორი საათის მანძილზე შესაძლოა ევროპის გრანდების შეხვედრებზე “მოვცდეთ“.

ლევან სეფისკვერაძე

10:01 | 10 ნოემბერი, 2019

ქართველები და ნინძები

ამასწინათ ერთი კაცი იძახდა, იაპონიაში მოგზაურობა ისეთი ძვირია, იქ საქართველოდან კაცი რომ წავიდეს, ან სუმო უნდა ტარდებოდეს, ან ჩვენი მორაგბეები თამაშობდნენ და ან ნინძებთან მქონდეს შერკინებაო. ხუმრობა იქით იყოს და ამ ბოლო დროს იაპონიასთან იმდენი საერთო გამოგვიჩნდა, რომ არაა გამორიცხული ქართველებმაც დავიწყოთ ნინძების საბრძოლო ხელოვნებაში უკეთ გარკვევა. ნინძების ისტორია და მათთან დაკავშირებული ამბები კი იმდენად საინტერესოა, რომ მგონი მართლაც ღირს ამ თემით უფრო მეტად დაინტერესება.

ლევან სეფისკვერაძე

11:48 | 03 ნოემბერი, 2019

გიჟი მარკის ამბავი

მის სურათს ევროპის მრავალი სტადიონის სალაროებშიც იხილავთ წარწერით_ნუშეუშვებთ! ყველაფერი კი ასე დაიწყო..

ლევან სეფისკვერაძე

10:03 | 20 ოქტომბერი, 2019

საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!

არც ისე ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საშინაო მატჩი თბილისის გარეთ ჩაატარა. ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებს ეს საყვედური ნაკლებად ეთქმით, რადგან როგორც წესი ეს გუნდები უმეტესწილად თბილისსგარეთ მასპინძლობენ მეტოქეებს. ეროვნული ნაკრები კი ეს ბოლო წლებია მთლად “გათბილისურდა“ და ამას ცხადია თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია.

ლევან სეფისკვერაძე

16:15 | 06 ოქტომბერი, 2019

“სპარტაკი” “სპარტაკის” ნაცვლად

საქართველოში ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში მოთამაშე კლუბის – ცხინვალის “სპარტაკის” პარალელურად, კოკოითმა და მისმა რეჟიმმა შექმნა “ალტერნატიული” ცხინვალის “სპარტაკი, რომელიც ერთი პერიოდი რუსეთის ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში გამოდიოდა და ამ დანაშაულებნრივ ფაქტზე რეაგირებას არც ფიფა ახდენდა, არც უეფა.

ლევან სეფისკვერაძე

13:15 | 29 სექტემბერი, 2019

ნინო

ნინო რომ გავიცანი, სულ 11 წლის იქნებოდა. ბავშვების მიერ სახელდახელოდ ამოთხრილ და ნახერხჩაყრილ ორმოში თავისზე დიდ ბიჭებს ებღლარძუნებოდა და ისეთი გაუტეხელი რამ იყო, ბევრი ბიჭი არიდებდა თავს მასთან დაჭიდებას. ჭიდაობაზე მეტად, ბიჭებს რომ ამარცხებდა, ის მოსწონდა. სოფლელი ბავშვებისათვის განსაკუთრებული ხიბლი კი ქალაქელების ძლევას აქვს და ვერც კი მივხვდი ისე აღმოვჩნდი ნახერხიანი ორმოს შუაგულში, ნახერხით სავსე თმებიანი ანჩხლი გოგოს პირისპირ, რომელიც კატასავით მეპარებოდა და თუ წავაქცევდი, მზად იყო სწორედ კატასავით დავეკაწრე. აბა რა სატრაბახოა, მაგრამ მეც გამახელა იმისმა თავზეხელარებულობამ, ავიყვანე ხელში და გადმოვუშვი ყირამალა. მერე კი საჩქაროდ მოვშორდიო იქაურობას და უკნიდან კიდევ მესმოდა იმ კაპასი გოგონას გამაღზიანებელი შეძახილები “ერთხელაც იქნება, დაგაწყვიტამ თავპირითაო“.

ლევან სეფისკვერაძე

11:15 | 22 სექტემბერი, 2019

ლეგენდარული საფეხბურთო დერბები

ფეხბურთში დიდ და გასაგიჟებელ დერბებს რა დალევს. აგერ გაიხედავ მადრიდში და “რეალისა“ და “ატლეტიკოს“ ჯახია ისეთი, რომ პრიმერას ნაღდ ქომაგს სიამისაგან აჟრჟოლებს როდესაც ამ თამაშებს იხსენებს. კატალონიური დერბებიც დიდი რამაა და ვისაც “ესპანიოლი“ თვალში ეპატარავება, იმან არც კატალონიის მუღამი იცის და რც დერბების რაობა.

ლევან სეფისკვერაძე

12:26 | 15 სექტემბერი, 2019

საჰარი

საჰარი ბავშვობიდან უცნაური გოგონა იყო და ეს მის მშობლებს ყოველთის აშინებდა. თუკი მისი თანატოლები სხვადასხვა “გოგოური“ გასართობებით კმაყოფილდებოდნენ, საჰარს ფეხბურთი ყველაფერს ერჩია. როდესაც ტელევიზორში ფეხბურთი იყო, მამამისის გვერდით ხალიჩაზე ჩამოჯდებოდა და გამოცდილი ქომაგივით დიდი ვნებითა და ნეტარებით უყურებდა ყველანაირი დონის, ხარისხისა თუ მნიშვნელობის საფეხბურთო მატჩებს.

ლევან სეფისკვერაძე

12:15 | 08 სექტემბერი, 2019

ედინბურგში ბნელი 90-იანი წლები გაგვახსენეს

ქართული სპორტისთვის გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, ლეგენდარულ “მარიფილდზე“ გამართული სარაგბო ჯახი იყო, სადაც მოლოდინისამებრ საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ დამარცხდა (36:9) თუმცა “ბორჯღალოსანთა“ მესაჭე, მილტონ ჰეიგგი ამბობს, რომ ამ ყელაფერში საგანაგაშო არაფერია და საქართველოს ნაკრების სამსოფლიოსთასო სამზადისისთვის სქოთებთან სოლიდური ანგარიშით ორი მარცხიც მნიშვნელოვანია და ეს საბოლოოდ დადებით შედეგს გამოიღებს.

<< პირველი<< წინა1213141516171819202122შემდეგი >>
0.273616