ჟურნალისტის გვერდი
სახელი: ვანო
გვარი: ხუციშვილი

19:45 | 18.12.2017

1გიორგი დიასამიძე “საბურთალოში” გადავიდა

გიორგი დიასამიძე თბილისის “ლოკომოტივიდან” “საბურთალოში” გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

19:16 | 18.12.2017

3ჩიგრინსკი: “აეკ-ის ფანები ქეცბაიასკენ იწევდნენ”  

ათენის აეკ-ის უკრაინელი ფეხბურთელი დმიტრი ჩიგრინსკი იმ პერიოდზე ჰყვება, როცა გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა. ეს იყო შარშან, ქეცბაია რამდენიმე თვის განმავლობაში თავკაცობდა აეკ-ს.

17:29 | 18.12.2017

52018 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესი დასრულდა

2018 წლის ეროვნული ლიცენზირების პროცესი დასრულდა. ლიცენზირებაქვემდებარე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის ყველა კლუბმა მიიღო შესაბამისი ლიცენზია.

23:27 | 17.12.2017

1დე როსი: “დაფიქრდით, განიხილეთ და მერე დანიშნეთ”

ჩეზარე პრანდელის ძალიან სურს, რომ იტალიის ნაკრები კიდევ ერთხელ ჩააბარონ. პრანდელის თავკაცობით, “სკუადრა აძურა” 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ხოლო 2014 წელს მუნდიალის ჯგუფში დარჩა.

21:40 | 17.12.2017

1“სელტიკის” 69-მატჩიანი სერია შეწყდა

შოტლანდიის პრემიერლიგაში გლაზგოს “სელტიკის” 69-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. თანაც, როგორი მწარე მარცხით – 0:4 სტუმრად ედინბურგში, “ჰართსთან”.

17:55 | 17.12.2017

0ჩიხრაძის “ეთნიკოსი” აღარ აგებს

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა ახნასის “ეთნიკოსმა” შინ 2:2 ითამაშა ნიქოზიის “ომონიასთან”. ჩიხრაძე გუნდში ახალი მისულია და ეს გუნდის ზედიზედ მეორე ფრეა.

00:49 | 17.12.2017

0ინიესტა ჩინეთს არ ცნობს

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი ანდრეს ინიესტა კლუბის ერთგული რჩება. მან ჩინეთის რამდენიმე კლუბის წინადადება იუარა.

00:05 | 17.12.2017

2ლაშა ჭაღიაშვილი - "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი

თბილისის "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად ლაშა ჭაღიაშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი დევდარიანი შეცვალა. დევდარიანთან ხელშეკრულება, როგორც იცით, ათიოდე დღის წინ შეწყდა.

22:44 | 16.12.2017

1კახა გოგიჩაიშვილი "მარკ სტარსს" გაწვრთნის

თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი მესამელიგელ "მარკ სტარსის" თავკაცად დაინიშნა. მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთწლიანია.

22:00 | 16.12.2017

1ლეიკემიიდან 20-წლამდელთა ნაკრებამდე

18 წლის არგენტინელმა ელიას პერეირამ ლეიკემიის დაავადებას სძლია და პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა: ქვეყნის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ “სან ლორენსოსთან”.

0.18773