თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი მესამელიგელ "მარკ სტარსის" თავკაცად დაინიშნა. მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთწლიანია.
თბილისის "მარკ სტარსის" (პრეზიდენტი - ნიგერიელი კელვინ ოტუს ბლეიკი) მიზანი ლიგა3-დან ეროვნულ ლიგა 2-ში გადასვლა იქნება.
გოგიჩაიშვილი 2014-2015 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა, მანამდე კი დინამოელთა 19-წლამდელთა გუნდში მუშაობდა. ასევე, გოგიჩაიშვილი წვრთნიდა ლანჩხუთის "გურიასა" და ტყიბულის "მესახტეს".