ფეხბურთი

23:27 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: “დაფიქრდით, განიხილეთ და მერე დანიშნეთ”

ჩეზარე პრანდელის ძალიან სურს, რომ იტალიის ნაკრები კიდევ ერთხელ ჩააბარონ. პრანდელის თავკაცობით, “სკუადრა აძურა” 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ხოლო 2014 წელს მუნდიალის ჯგუფში დარჩა.

თუმცა, პრანდელი მაინც ფრთხილ კომენტარს აკეთებს...

“ასეთი წინადადებით რომ მომმართონ, დავფიქრდები. გააჩნია სპორტულ პროექტს, თუ რომელი მიმართულებით უნდა ვიაროთ. ამ მხრივ თუ თანხვედრა იქნებოდა, იტალიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარის თქმა შეუძლებელი იქნებოდა. ათასჯერ რომ შემომთავაზონ, ათასჯერ დავთანხმდები”.

დანიელე დე როსი კი იტალიის ფეხბურთის მამებს მიმართავს, რომ არ აჩქარდნენ და გადაწყვეტილება სერიოზული განხილვის შემდეგ მიიღონ.

“ფედერაციამ ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილოს. სხვაგვარად, შესაძლოა კიდევ ერთი ფიასკო ვიხილოთ. ახლა ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, რადგან დრო საკმაოდ გვაქვს” – წერს “რომას” ნახევარმცველი, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.

0.113768