თბილისის "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად ლაშა ჭაღიაშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი დევდარიანი შეცვალა. დევდარიანთან ხელშეკრულება, როგორც იცით, ათიოდე დღის წინ შეწყდა.
წლებია, რაც ჭაღიაშვილი "ლოკომოტივში" მუშაობს. წლეულს დევდარიანის თანაშემწე იყო მთავარ გუნდში. 2015-2016 წლების სეზონში კი საქართველოს დუბლების ჩემპიონატი მოიგო.
შემადგენლობას რაც შეეხება, სავარაუდოდ, "ლოკო" საკმაოდ გადახალისდება და უფრო ახალგაზრდული იქნება.