| | |
00:45 | 21.07.2017 “კიოლნი” ესპანელი მცველით გაძლიერდა
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ხორხე მერე კარიერას ბუნდესლიგაში განაგრძობს. 20 წლის ფეხბურთელმა “კიოლნთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
| |
00:20 | 21.07.2017 “ვალენსიამ” მეკარე გაასხვისა
“ვალენსიამ” ახალგაზრდა მეკარე ანტონიო სივერა გაასხვისა. ამის შესახებ “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
|
02:00 | 20.07.2017 ესპანურ-პორტუგალიური ბარტერი
ესპანურმა “მალაგამ” და პორტუგალიურმა “ბრაგამ” ფეხბურთელები გაცვალეს: რიკარდო ჰორტა პორტუგალიური კლუბის ღირსებას დაიცავს, ხოლო ხუანკარი “მედუზებში” ითამაშებს.
| |
01:30 | 20.07.2017 მანონე “რედინგში” ითამაშებს
იტალიელი მეკარე ვიტო მანონე კარიერას ჩემპიონშიფის ბინადარ “რედინგში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
|
23:26 | 19.07.2017 “საუთჰემპტონმა” ფორსტერს გაუხანგრძლივა
“საუთჰემპტონმა” ძირითად მეკარეს ფრეიზერ ფორსტერს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. “წმინდანების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის კიპერი “სენტ მერი სთედიუმზე” 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
| |
00:45 | 18.07.2017 “ევერტონმა” მარტინა გაიფორმა
“ევერტონმა” კიურასაოელი ფეხბურთელი კუკო მარტინა გაიფორმა. მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის მარჯვენა მცველმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
|
23:50 | 17.07.2017 “ბარსელონამ” მეკარე გაუშვა
კატალონიური “ბარსელონა” მესამე მეკარემ ხორდი მასიპმა დატოვა. 28 წლის კიპერი კარიერას ლა ლიგა 2-ის ბინადარ “ვალიადოლიდში” განაგრძობს.
| |
23:10 | 17.07.2017 “ტორინომ” ესპანელი ნახევარმცველი დაიმატა
“ტორინომ” ესპანელი ნახევარმცველი ალექს ბერენგერი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
|
23:55 | 16.07.2017 “ვალენსიას” კონდოგბიას შეძენა სურს
“ვალენსიას” მილანის “ინტერის”ცენტრალური ნახევარმცველის ჟოფრი კონდგობიას შეძენა სურს – იუწყება ვალენსიური გამოცემა Superdeporte.
| |
23:25 | 16.07.2017 “სელტამ” სლოვაკი ნახევარმცველი დაიმატა
ვიგოს “სელტამ” სლოვაკი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა დაიმატა. გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი “ესტადიო ბალაიდოსზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
|