“ევერტონმა” კიურასაოელი ფეხბურთელი კუკო მარტინა გაიფორმა. მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 27 წლის მარჯვენა მცველმა ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ მარტინას “კანფეტების” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კარგად იცნობს, რადგან 2015/2016 წლების სეზონში “საუთჰემპტონში” ერთად მუშაობდნენ. კუკო ახალ კლუბს უფასოდ შეუერთდა.
მარტინა “საუთჰემპტონს” 2015 წელს “ტვენტედან” შუერთდა. მან გასულ სეზონში “წმინდანების” მაისური 20-ჯერ მოირგო.