ფეხბურთი

0:20 | 21.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” მეკარე გაასხვისა

“ვალენსიამ” ახალგაზრდა მეკარე ანტონიო სივერა გაასხვისა. ამის შესახებ “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

20 წლის მეკარემ “ალავესთან” ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ლოს ჩემ” ანტონიოს სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო მიიღო და მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

სივერა “ვალენსიას” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მან გასულ სეზონში 38-ჯერ ითამაშა და 41 გოლი გაუშვა.

0.113493