“ვალენსიას” მილანის “ინტერის”ცენტრალური ნახევარმცველის ჟოფრი კონდგობიას შეძენა სურს – იუწყება ვალენსიური გამოცემა Superdeporte.
აღნიშნული წყაროს ცნობით, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და იმ შემთხვევაში, თუ გარიგებას თავად მოთამაშე არ ჩაშლის, დიდი ალბათობით “ღამურების” მაისურს მოირგებს. როგორც ცნობილია, ესპანურ კლუბს ჟოფრის იჯარით და შემდგომში გამოსყიდვის უფლებით აყვანა უნდა.
კონდოგბია “ინტერს” 2015 წელს “მონაკოდან” 36 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა “ნერაძურის” იმედი ვერ გაამართლა და დიდი ალბათობით კლუბის დატოვება მოუწევს. მან გასულ სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.