ფეხბურთი

18:07 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ლივერპული" სრულყოფილი გუნდია, შეტევაში სამი მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავს"
"რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო დიდია ჩვენი მოტივაცია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ლივერპული“ სრულყოფილი გუნდია, მაგრამ ეს მატჩი პსჟ-სთვის შესაძლებლობაა, დაინახონ, რა დონეზე არიან:

„ლივერპული“ სეზონის დაწყების შემდეგ ყველაზე სტაბილური გუნდია. თითქმის სრულყოფილი გუნდი, რომელმაც იცის დაცვა, პრესინგი და შეტევაში სწრაფი თამაში. ეს მატჩი მოტივაციას გვაძლევს. რთული მატჩი იქნება, „ლივერპულმა“ საფრთხის შექმნა ბურთის გარეშეც იცის. იურგენ კლოპის შემდეგ არნე სლოტისთვის შეიძლებოდა რთული ყოფილიყო მუშაობა, მაგრამ მან სრულყოფილი გუნდის შექმნა მოახერხა. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო დიდია ჩვენი მოტივაცია. ეს შესაძლებლობაა, ვნახოთ რა დონეზე ვართ.

უნდა ვეცადოთ იგივე დამოკიდებულებით თამაში, რაც სეზონის დაწყებიდან გვაქვს, არაფერი იცვლება. უნდა ვეცადოთ, მატზე მეტ ხანს გვქონდეს ბურთი, მეტი საგოლე მომენტი შევქმათ, დაცვაში უფრო ეფექტურები ვიყოთ. ცხადია, მეტოქე ძალიან მაღალი ხარისხისაა, მაგრამ ჩვენი თამაშის გეგმა საერთოდ არ იცვლება.

ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ გასულ სეზონში ნახევარფინალში გასვლა მოვახერხეთ. ახლა ვიცით, რომ ამ დიდ მატჩებში ემოციები უნდა დავამშვიდოთ. დაშავებული არავინაა, ყველას უნდა თამაში. ზოგიერთი, რომელიც იმსახურებს თამაშს, შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ ასეთ მატჩებში შეცვლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელს თავისი როლი ექნება, მათ შორის, მათაც, ვისაც მოედანზე გასვლა არ მოუწევს. მთავარი გუნდურობაა, ამაში დარწმუნებული ვარ. ფურცელზე ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, რომლის ნახვა შესაძლებელია. ძალიან საინტერესო თამაში იქნება, მნიშვნელოვანი, მაგრამ არ მგონია, ამ მატჩმა განსაზღვროს, ვინ გავა შემდეგ ეტაპზე, გადამწყვეტი საპასუხო თამაშია. „პარკ დე პრენსზე“ წნეხსა და ატმოსფეროში თამაში მეტოქეებს უჭირთ და ვეცდებით, ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

„ლივერპულს“ შეტევაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს. ფრთხილად უნდა ვიყოთ კონტრშეტევებზე. თუ მოედანზე ჩვენს სათამაშო სტილს დავაწესებთ, ნაკლებად დავიტანჯებით. მათ სამი მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავთ თავდასხმაში, რომელთა შეჩერება მოგვიწევს. ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, მეტოქეზე დომინირება ორივეს მოგვწონს. ინტენსივობაც ერთნაირია, მაგრამ ფიზიკურად „ლივერპული“ უფრო ძლიერია“, - თქვა ლუს ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.121674