ფეხბურთი

17:31 | 4.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელიას შეტევაში ყველგან თამაში შეუძლია, ჩვენი ფეხბურთელები ამით გამოირჩევიან"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მან ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ კვარას თავდასხმაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია და არა მხოლოდ მარცხენა ფლანგზე:

„კვარას შეუძლია მარცხნივ თამაში, ისევე, როგორც 9 ნომრის პოზიციაზე და მარჯვნივ. მას შეუძლია ერთი-ერთზე თამაშში განსხვავების შექმნა. ჩვენს თავდამსხმელებს სწორედ ეს გამოარჩევთ, ყველა პოზიციაზე თამაშის უნარები აქვთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ლივერპულის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

0.065337