ამერიკული MLS-ის ბოლო ტურში „სან ხოსე“ „კოლამბუსს“ დაუზავდა. ორივე ქართველმა, გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თუმცა ჩვენებურმა შემტევმა ოთხმატჩიანი სერია დაასრულა და ამჯერად გოლი ვერ გაიტანა. მაგრამ, საგოლე შანსები ჰქონდა.
ამ მატჩამდე ვაკოს სპეციალური წერილი მიუძღვნა MLS-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, რომელშიც იმ პროგრესზეა საუბარი, რასაც 26 წლის ქართველმა ბოლო ორი თვის განმავლობაში მიაღწია. ვაკოსთვის სეზონი მძიმედ დაიწყო (ისევე, როგორც „სან ხოსესთვის“), ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. თუმცა, ივნისის დასაწყისიდან ყველაფერი შეიცვალა - ყაზაიშვილი ჩინებულად ათამაშდა (7 გოლი გაიტანა ამ დროისთვის MLS-ში) და ეს „სან ხოსეს“ შედეგებზეც აისახა, რადგან მატიას ალმეიდას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.
MLS-ის ოფიციალური ვებგვერდის სტატიას კი უცვლელად გთავაზობთ:
„სან ხოსეს“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია, მაგრამ 30 მარტის შემდეგ, როდესაც მატიას ალმეიდას გუნდმა „ლოს ანჯელესთან“ 0:5 წააგო, ქართველი სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა. ის შესვენებაზე შეცვალეს და მომდევნო ორი თვის განმავლობაში ძირითადში აღარ გამოჩენილა.
„ვცდილობ იმ ფეხბურთელებს მივცე თავის გამოჩენის შანსი, რომლებიც ვარჯიშებზე ყველაზე მეტად იხარჯებიან და ძირითადის წევრებად მოიაზრებენ, მაგრამ მათ მოლოდინი ვერ გაამართლეს და ყველაფერი ნეგატივისკენ მიდის“, - თქვა ალმეიდამ „ლოს ანჯელესთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.
- ვაკო ყაზაიშვილის გოლები "საკრამენტოსთან" (VIDEO)
- ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ (+VIDEO)
ვაკოს შანსი ჰქონდა, მაგრამ ხელიდან გაუშვა. 2019 წლის საწყის 4 მატჩში ვერ თამაშობდა სათანადო დონეზე, რაც ალმეიდას და მის სამწვრთნელო შტაბს შეუმჩნეველი არ დარჩენია. დაცვას არასდროს ეხმარებოდა, ალმეიდას სისტემაში ვერ ჯდებოდა.
თითქოს მას შეურაცხყოფა მიაყენეს, თადარიგში დასვეს. თუმცა, ეს აგრეთვე იყო აღორძინების დასაწყისი. ვაკო ალბათ „სან ხოსეს“ ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია და შანსი იმისა, რომ სეზონის განმავლობაში კვლავ მოხვედრილიყო ძირითადში უფრო მაღალი გახლდათ, ვიდრე ის, რომ გუნდი დაეტოვებინა და ახალი სახლი მოეძებნა.
- ყაზაიშვილი შეუჩერებელია: ისევ გოლი და საგოლე პასი ზლატანის "გალაქსისთან" (+VIDEO)
- ვაკო ყაზაიშვილის გოლი ამერიკაში (+VIDEO)
მან დაიწყო დუმილით მზადება, რომ ალმეიდასთვის ისევ დაემტკიცებინა თავის შესაძლებლობები.
„ვუთხარი, რომ თავი დაეხარა და დაეჯერებინა მწვრთნელისთვის, რადგან მწვრთნელი ყოველთვის მართალია. მან ეს გააკეთა, დიდი ძალისხმევა გამოიჩინა. თქვენ მას ხშირად ვერ ხედავთ, მაგრამ მე ყოველდღე მაქვს მასთან ურთიერთობა და დამატებით მუშაობს. მიდის სატრენაჟორო დარბაზში და ვარჯიშობს, მეკითხება რისი გაკეთება შეუძლია, რომ უფრო კუნთიანი გახდეს, როგორ დაიკლოს წონაში, ის სწორ კითხვებს სვამდა“, - ამბობს გურამ კაშია.
მართლაც ასეა, ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და არავინ იცნობს კაშიაზე უკეთ. ვაკოს შთამბეჭდავი ფორმა კი უდავოა - ბოლო რვა თამაშში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა (მთლიანობაში ვაკომ ბოლო ორი თვის განმავლობაში 10 გოლი გაიტანა. 7 MLS-ში, 3 ამერიკის თასზე - რედ).
- ყაზაიშვილის დუბლი MLS-ში - ქართველმა ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა! (+VIDEO)
- ვაკო ყაზაიშვილს ვერ აჩერებენ - ქართველი ფეხბურთელის მორიგი გოლი MLS-ში (+VIDEO)
„მეშინოდა, რომ დავკარგავდით, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთელია. ბევრი სხვა გუნდისგანაც აქვს დაინტერესება, მაგრამ იმედია აქ დიდხანს დარჩება და გუნდს დაეხმარება“, - აგრძელებს კაშია.
„მიწისძვრები“ საოცარ ფომრაში შევიდნენ, 9 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება და ეს ხვა გუნდია იმ გუნდთან შედარებით, რომელსაც მარტში ვხედავდით. მათი შეტევის საფუძველი კი ყაზაიშვილია და როგორც გამოჩნდა, „სან ხოსეს“ სჭირდება ვაკო და ვაკოს სჭირდება „სან ხოსე“.
„ვაკო სწორედ იმ დონეზე თამაშობს, როგორსაც მისგან ველოდი. ეს ერთადერთი გზაა, რომ აქ დარჩეს თუ ჩემთან თამაში სურს“, - თქვა ალმეიდამ.
მიდგომის ცვლილებამ თანაგუნდელების ყურადღებაც გამოიწვია: „ალმეიდამ მასთან ბევრი ისაუბრა თუ რა სჭირდებოდა მოსამატებლად. ახლა კი ვხედავთ, რომ ვაკოს სახეზე ღიმილი დაუბრუნდა“, - განაცხადა „სან ხოსეს“ თავდამსხმელმა დანი ჰოსენმა.
ყაზაიშვილი დაბრუნდა ძველებურად ძლიერი და ზედიზედ ოთხი თამაში გოლის გატანას ახერხებდა. ეს მისი ბრძოლის ნაყოფია. მისთვის მწვრთნელი მთავარი მოტივატორია:
„ალმეიდამ იცის, როგორ ესაუბროს და მიუდგეს ფეხბურთელებს. მან ზუსტად იცის, რა უნდა გავაკეთოთ მოედანზე და ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ“, - აღნიშნა თავად ქართველმა შემტევმა.