ბოლო დროს ჩინებულ ფორმაში შევიდა ვაკო ყაზაიშვილი. ქართველმა შემტევმა სათასო გათამაშების ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და ახლა MLS-შიც გამოირჩა შედეგიანი თამაშით.
„სან ხოსემ“ „ჰიუსტონ დინამო“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა და ორჯერვე ვაკომ გაიტანა. 22-ე წუთზე დასწრებაზე ითამაშა კარგად, ხოლო 75-ე წუთზე დუბლი გაიფორმა. ქართველი შემტევი 88-ე წუთამდე იყო მოედანზე და მერე დამსახურებული აპლოდისმენტებისთვის შეცვალეს.
სასიამოვნოა, რომ „სან ხოსეს“ ძირითად შემადგენლობას გურამ კაშიაც დაუბრუნდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწირულს ყვითელი ბარათი მიიღო.
„სან ხოსეს“ კი ამასობაში 16 თამაშში 22 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. ყაზაიშვილს MLS-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო უშუალოდ მთელ სეზონში (სათასო მატჩების ჩათვლით) 16 თამაში და 6 გოლი.