ამერიკის ღია თასის გათამაშებაში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე“ „ლოს ანჯელესს“ ესტუმრა და 1:3 წააგო.
თავდაპირველად ვთქვათ, რომ კაშიაც და ყაზაიშვილის სასტარტო შემადგენლობაშ მოხვდნენ და შეუცვლელად ითამაშეს. ყაზაიშვილმა კი გოლიც გაიტანა. მე-7 წუთზე ჩვენებურმა ესპინოზას გადაცემა შედეგიანი დარტყმით დაასრულა.
ვაკომ ამერიკის ღია თასზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, მოგეხსენებათ, „საკრამენტოსთან“ 9 დღის წინ დუბლი შეასრულა.