ფეხბურთი

14:17 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ებუეს “არსენალიც” გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალი” მზად არის გუნდის ყოფილ მცველ ემანუელ ებუეს დახმარების ხელი გაუწოდოს. აფრიკელი მოთამაშის მძიმე ისტორია ძალიან ძნელი მოსასმენი გახლდათ და როგორც ჩანს, ეს არც “მეთოფეებს” გამოეპარათ.

“ძალიან განვიცადეთ, როდესაც ებუეს ამბავი მოვისმინეთ. ჩვენ განვიხილავთ და დავეხმარებით მას როგორც შეგვეძლება”, - განუცხადა Daili Mail-ს კლუბის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოტ დივუარის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს თურქული “გალათასარაიც” გამოეხმაურა, კერძოდ კი ფათიჰ თერიმი. მას ებუესთვის სამუშაო 14-წლამდე გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად აქვს შეგულებული.

0.102321