ფეხბურთი

18:24 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ებუეს თერიმი გამოეხმაურა

ლონდონის “არსენალის” ყოფილი მცველი ემანუელ ებუე, რომლის მძიმე ისტორიამ მსოფლიო შეძრა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დასაქმდეს.

CNN-ის ცნობით, ებუეს სამსახურს სტამბოლის “გალათასარაი” სთავაზობს. თურქული გუნდის მთავარ მწვრთნელ ფათიჰ თერიმს ებუესთვის სამუშაო 14-წლამდე გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად აქვს შეგულებული.

ფათიჰ თერიმი ებუეს “გალათსარაიში” 2011-2013 წლებში ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა კოტ დივუარელი ფეხბურთელის ინტერვიუს, რომელშიც მან მისი ცხოვრების მძიმე პირობები გაახმაურა.

0.128092