ფეხბურთი

14:16 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” მოედანზეც ხმაურობს და გასახდელშიც

“მანჩესტერ სიტი” შეუჩერებელია! “ქალაქელებმა” ზედიზედ მე-15 მატჩში შესძლეს გამარჯვება, ამჯერად “სუონსი” დაამარცხეს დიდი სხვაობით – 4:0.

პეპ გვარდიოლას გუნდში მატჩის შემდგომ გასახდელში ხმაურიანი ზეიმი ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამჯერადაც ასე მოხდა. “სიტის” ფეხბურთელებმა გასახდელში მაღალი მუსიკის ფონზე აღნიშნეს გამარჯვება და წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ამას დაპირისპირება აღარ მოჰყოლია. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში “სიტის” მოთამაშეებს მუსიკალური გემოვნებაც მოუწონეს.

“პრესზონაში ამის მოსმენა ძნელი არ ყოფილა, რადგან საპრესკონფერენციო დარბაზს “მანჩესტერ სიტის” გასახდელისაგან მხოლოდ ერთი კედელი აშორებდა”, - განაცხადა Goal-ის ჟურნალისტმა სემა ლიმ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თანაქალაქელ “იუნაიტედთან” მოგებული მატჩის შემდეგ “სიტის” ამგვარი ზეიმი კონფლიქტით დასრულდა, რისი მოთავეც მეტოქეთა ხმაურით გაღიზიანებული ჟოზე მოურინიო იყო.

შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდგომ სიტის 49 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” 11 ქულით უსწრებს.

0.114465