ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრას, “იუნაიტედსა” და “სიტის” შორის, ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. როგორც Mirror-ი იტყობინება, მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში ჟოზე მოურინიომ მეტოქე გუნდის წარმომადგენლებთან იჩხუბა.
პორტუგალიელი სპეციალისტი მოწინააღმდეგის ხმაურიანმა ზეიმმა გააღიზიანა და გულის მოსაფხანად თურმე “სიტის” გასახდელისკენ გაეშურა, რა დროსაც, “განსაკუთრებულს” “ქალაქელთა” კარის დარაჯ ედერსონთან მოუვიდა კონფლიქტი, რომელიც სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, მერე კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ჟოზემ ბრაზილიელ კიპერს თავში ბოთლი ჩაარტყა.
გარდა ამისა, ბრიტანული მედიის ცნობით, სახეზე დაზიანებები აღენიშნება “სიტის” მეორე მწვრთნელ მიკელ არტეტას და ესეც მოურინიოს ქმედებებთან კავშირდება.
შეგახსენებთ, “სიტიმ” მოსისხლე მეტოქე “ოლდ ტრაფორდზე” 2:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.