| | |
17:07 | 05.11.2018 ხუხაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში პირველი წრის ტაი-ბრეიკი მიილია, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი სოფიკო ხუხაშვილი (2316) შეჯიბრს გამოეთიშა.
| |
15:55 | 05.11.2018 გორგოძე ძალებს ლიმოჟის ტურნირზე მოსინჯავს
ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში იმყოფება და ხვალიდან საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 125 ათასი ევროა.
|
15:05 | 05.11.2018 ბოლქვაძე ბელარუსში, დევიძე – აშშ-ში
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება, სადაც ძალებს 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. უკვე ცნობილია, რომ ბოლქვაძე პირველ წრეში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს გაეჯიბრება.
| |
14:31 | 05.11.2018 ქართველი მოზარდების სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე
ესპანეთის ქალაქ სანტიაგოში სტარტი აიღო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა კადეტ მოჭადრაკეთა შორის 8, 10 და 12 წლამდელთა შორის.
|
14:03 | 05.11.2018 ქართველ მოციგურავეთა წარმატება სლოვაკეთში
1-4 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში Tirnavia Ice Cup 2018, რომელშიც მონაწილეობა იუნიორების და ნოვისების კატეგორიაში ოცზე მეტი ქვეყნის 125-მდე გოგონამ ...
| |
00:15 | 05.11.2018 შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო, “ბასკონია” გალიდერდა
თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში მე-6 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში “რეალთან” და “ბარსელონასთან” ერთად გალიდერდა, რომელთაც ამ უქმეებზე პირველად წაიფორხილეს.
|
21:54 | 04.11.2018 მაკფადენის წარუმატებელი მატჩი
“იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, ესპანეთის ჩემპიონატში მოულოდნელი მარცხი განიცადა.
| |
20:25 | 04.11.2018 3 ქართველი მოჭადრაკე მე-2 წრეშია
რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატზე (ნოკაუტ-სისტემა) პირველი წრის მე-2 პარტიები მიილია, რის შემდეგაც ასეთი სურათი გვაქვს: ნანა ძაგნიძემ (2516), ბელა ხოტენაშვილმა (2477) ...
|
19:43 | 04.11.2018 სანებლიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი ძიუდოისტი ონისე სანებლიძე (100 კგ.) უნგრულ გიორში გამართული 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
| |
18:57 | 04.11.2018 ბულაშვილის 43 ქულა ესპანეთში
20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლუკა ბულაშვილმა, რომელიც ესპანეთის მე-4 ლიგის ჯგუფის ბინადარ “კულერედოს” ღირსებას იცავს, მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
|