ჭადრაკი

14:31 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოზარდების სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე

ესპანეთის ქალაქ სანტიაგოში სტარტი აიღო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა კადეტ მოჭადრაკეთა შორის 8, 10 და 12 წლამდელთა შორის.

ტურნირში საქართველოს სახელით 9 ბავშვი ჩაერთო: ბექა წვერავა და კესარია მგელაძე (8-წლამდელები), დავით ნემსაძე, დავით ლომთაძე, კახაბერ კიზირია, ანასტასია კირთაძე და მარიამ გვათუა (10-წლამდელები), ბარბარე ცირეკიძე და ანა მამარდაშვილი (12-წლამდელები).
ტურნირის საწყისი ტური ჩვენებურთათვის წარმატებული აღმოჩნდა. გამარჯვებები იზეიმეს ნემსაძემ, ლომთაძემ, კიზირიამ, კირთაძემ, გვათუამ, მგელაძემა და წვერავამ.

0.126513