ჭადრაკი

20:25 | 4.11.2018 | ნანახია 880 - ჯერ

3 ქართველი მოჭადრაკე მე-2 წრეშია

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატზე (ნოკაუტ-სისტემა) პირველი წრის მე-2 პარტიები მიილია, რის შემდეგაც ასეთი სურათი გვაქვს: ნანა ძაგნიძემ (2516), ბელა ხოტენაშვილმა (2477) და ნინო ბაციაშვილმა (2465) მე-2 რაუნდში გააღწიეს, სოფიკო ხუხაშვილს ტაი-ბრეიკი ელის, ხოლო ლელა ჯავახიშვილი (2477) ტურნირს გამოეთიშა.

დღეს, ძაგნიძემ კუბელ იერისბელ მირანდა ლანესს (2267) მე-2 პარტიაც მოუგო, ასეთივე ანგარიშით დაასრულა ბაციაშვილმა თავისი დაპირისპირება შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტთან (2373), ხოტენაშვილმა კი გუშინდელი ყაიმის მერე, ვიეტნამელი ფუნგ კიმ ტი ვო (2354) თეთრი ფიგურებით დაამარცხა და 1.5:0.5 იმარჯვა.
წარმატებული უნდა ვუწოდოთ ხუხაშვილის თამაშსაც, რომელმაც რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2498) ორივე პარტია ყაიმით დაასრულა და ხვალ, ტაი-ბრეიკი ელის. რაც შეეხება ჯავახიშვილს, მან ჩინელ ჯინერ ჟუსთან (2379) ორივე შეხვედრა წააგო.
უკვე ცნობილია, რომ მე-2 წრეში ძაგნიძე ჩინელ ტინჯიე ლეისა (2457) და უნგრელ ანიტა გარას (2370) წყვილში უმჯობესს შეხვდება, ხოტენაშვილი ხუხაშვილსა და ჰარიკას შორის გამარჯვებულს ელის, ბაციაშვილი კი ჩინელ მო ჟაის (2352) დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:02 | 04.11.2018
barcelona1991 (4821)

იმედია საპრიზო სამეულში მოხვდება რომელიმე ჩვენებური მოჭადრაკე.ნანა ძაგნიძისგან მოლოდინი ყველაზე მეტიაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069651
სარეკლამო ადგილი - 99
X x X