ფეხბურთი

10:24 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "სამი მძიმე მატჩის შემდეგ ეს ოქროს ქულა იყო"

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „შეფილდ იუნაიტედთან“ (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტი მისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით დაცვის კარგი თამაში გამოარჩია და აღნიშნა, რომ ეს ოქროს ქულა იყო.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ქულა მოვიპოვეთ ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ გასვლით მატჩში, სადაც თამაში ადვილი არაა. „ფულჰემთან“ ძალიან კარგი თამაში გვქონდა, „შეფილდ იუნაიტედი“ კი შესანიშნავი გუნდია, ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ, კარგად იცნობენ ერთმანეთს. ისინი სწრაფად თამაშობენ და მეტოქის დაცვაში უამრავ სივრცეს ქმნიან, ამიტომ მათ წინააღმდეგ თავის დაცვა ადვილი არ იყო.

„შეფილდს“ მხოლოდ ორი-სამი კარგი მომენტი ჰქონდა, დანარჩენი კუთხურები იყო, გრძელი პასები, რომლებსაც გავუმკლავდით. გუნდურად თავს ძალიან კარგად ვიცავდით, რაც მშვენიერია. მეტოქე უნდა დაგვესაჯა კიდეც, როცა ჩვენი შანსები გვქონდა, ორი-სამი კარგი საგოლე მომენტი შევქმენით. ჩვენთვის ეს ოქროს ქულა იყო სამი მძიმე თამაშის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ქულის მოპოვება“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტის“ 32 თამაშში მოპოვებული 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეოცე ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, სტუმრად „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ ჩაატარებს.

0.115286