ფეხბურთი

2:01 | 16.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის პირველი ფრე ინგლისში

ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ 25-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან“ ჩაატარა და სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

„შეფილდი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ქართველი სპეციალისტის გუნდმა თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ შინ ქულით დაბრუნდა - 0:0. ეს არველაძის ინგლისურ კარიერაში პირველი ფრეა.

„ჰალმა“ შოთას ხელმძღვანელობით „სუონსი სიტის“ 2:0 მოუგო, მერე მიჯრით სამჯერ წააგო „პრესტონთან“ (0:1), „დერბისთან“ (1:3) და „ფულჰემთან“ (0:1).

„ჰალ სიტის“ 32 თამაშში მოპოვებული 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეოცე ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, სტუმრად „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ ჩაატარებს.

0.122719