ფეხბურთი

20:20 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფინანსური კრიზისის გამო "ლოკომოტივში" დიდი ცვლილებები დაანონსდა

თბილისის "ლოკომოტივს" ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც გუნდიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გაშვება გამოიწვია. გარდა ამისა, კლუბმა დააანონსა, რომ ფეხბურთელების უმეტესობას წასვლა მოუწევს, რადგან მათი შენარჩუნება "ლოკომოტივს" აღარ შეუძლია.

თბილისურ კლუბს ფინანსური პრობლემები სათამაშო ბიზნესის შეზღუდვისა და შესაბამისად, მათი მხრიდან დაფინანსებაზე უარის თქმის შემდეგ შეექმნა.

მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში. ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.

ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში. აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა", - წერს "ლოკომოტივის" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში თბილისის "ლოკომოტივმა" ეროვნულ ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა.

0.113345