ფეხბურთი

16:59 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილმა "ლოკომოტივი" დატოვა

თბილისის „ლოკომოტივს“ გიორგი ჭიაბრიშვილი აღარ გაწვრთნის. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.

„გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა. გიორგი, დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა! წარმატებები“, - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

გიორგი ჭიაბრიშვილი „ლოკომოტივს“ 2020 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და იმავე წელს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება თბილისური გუნდის ახალი თავკაცი. ჭიაბრიშვილს „ლოკომოტივამდე“ „საბურთალოსა“ და „ზესტაფონში“ უმუშავია.

0.10157