საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში უკრაინას 88:83 მოუგო და მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა კომენტარი გააკეთა.
„პირველ რიგში მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც აქ მოვიდა ამ რთულ მომენტში, როცა პანდემიაა. შესანიშნავი თამაში იყო და ფანებმა გამარჯვებით ისიამოვნეს. ჩემმა კალათბურთელმა ძალიან კარგად ითამაშეს. თორნიკემ გუშინაც ითამაშა და ზედიზედ ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. ბურჯანაძემ, შერმადინმა დიდი სამუშაო გასწიეს. ბევრი მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ზოგმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ველოდით. ახლა მომდევნო ვიქნებით კონცენტრირებული, ეს გრძელი გზაა, მარათონული შეჯიბრი და ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.
რა თქმა უნდა, როცა საუკეთესო კალათბურთელები ჩამოდიან ნაკრებში, გუნდს დიდ ბიძგს აძლევენ, რადგან ბევრ კალათბურთელს არ აქვს მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება და საუკეთესო მოთამაშეები მათ ეხმარებიან, დიდ მუხტს იღებენ. უკრაინის ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა ზუროსმა.
შეგახსენებთ, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრება, იმავე დღეს კი უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ჯგუფიდან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გუნდი გავა.