სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

21:01 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო და თბილისში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხა VIDEO.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლოსკენ გაირკვა. პირველ პერიოდში შეუდარებელი იყო თად მაკფადენი, რომელიც სამქულიანებით ილიას ზუროსის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა - 28:24. თუმცა, მეორე მეოთხედი უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა, რაც თორნიკე შენგელიას ტრავმამაც განაპირობა, რომელიც თამაშს დროებით გამოეთიშა, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ბოლო, გადამწყვეტი პერიოდის წინ უკრაინა ორქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გარდამტეხი მომენტი ქართველმა კალათბურთელებმა კარგად ჩაატარეს, როგორც შეტევაში, ისე - დაცვაში.

საქართველოს ნაკრებს თად მაკფადენმა 27 ქულით და 9 პასით ულიდერა, გიორგი შერმადინმა 23 ქულა და 4 პასი დააგროვა, ხოლო თორნიკე შენგელია, რომელმაც ბოლო პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გაიბრწყინა, საკუთარ გუნდს 16 ქულით და 13(!) მოხსნით შეეწია. ქართველ კალათბურთელთაგან 10-ქულიან ზღვარს ბექა ბურჯანაძეც გადასცდა (11 ქულა).

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. აქვე გეტყვით, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან სამი საუკეთესო გუნდი გავა. საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინისა და ესპანეთის გარდა, ამ ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია.

საქართველო - უკრაინა 88:83 (28:24, 17:22, 19:20, 24:17)

მოთამაშეთა სტატისტიკა...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.248725