ფეხბურთი

1:44 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ამ გამარჯვების შემდეგ ისინი იტყვიან, რომ საუკეთესო ვარ"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიქოზიის „ომონიასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან კრიტიკოსებს უპასუხა და თქვა, რომ წინა კვირაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო, ახლა ალბათ ისინი იტყვიან, რომ საუკეთესოა.

„არ გვქონდა მარტივი კვირები, ვერ ვაჩვენეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ აქ თამაში და ჩემპიონ „ომონიასთან“ გამარჯვება ადვილი არ არის. ყველა თამაში რთული და მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ, ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ. ვულოცავ ჩემს გუნდს, მათ გამარჯვება დაიმსახურეს. გვჯერა, რომ კარგი გუნდი გვყავს. წავაგეთ მატჩები, მაგრამ არცერთის წაგებას არ ვიმსახურებდით.

გასულ კვირას ყველაზე ცუდი ვიყავი, ახლა იტყვიან, რომ საუკეთესო ვარ, ასეთია ფეხბურთი და მოედანზე უნდა გავაგრძელოთ დამტკიცება. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, "ანორთოსისმა" "ომონიას" ნიკა კაჭარავას ერთადერთი გოლით მოუგო. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, შინ „პაფოსთან“ გამართავს.

0.110737