ფეხბურთი

13:55 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრებისა და „ულსან ჰიუნდაის“ ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 27-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. MVP-ის ტიტულის გარდა, ის ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და ორივე შემთხვევაში K ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით.

ყაზაიშვილმა 27-ე ტურში „სეულთან“ დიდებულად ითამაშა, დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. ვაკომ მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა ტურის MVP, პირველად მერვე ტურში და მაშინაც „სეულთან“ (პირველ წრეში) კარგი თამაშის გამო.

28 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში K ლიგაში 22 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი,, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 5 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა. „ულსან ჰიუნდაის“ 26 თამაშში 51 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერია.

0.125613