სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 27-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის გოლებით „ულსაინ ჰიუნდაიმ“ სტუმრად „სეული“ 2:1 დაამარცხა.
ყაზაიშვილმა ანგარიში 28-ე წუთზე ეფექტური გოლით გახსნა, მეტოქეს ბურთი წაართვა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა. 6 წუთში მან ახლო მანძილიდან ერთი შეხებით გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ჩვენებური 87-ე წუთზე შეცვალეს.
28 წლის შემტევს მიმდინარე სეზონში K ლიგაში 22 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი,, გარდა ამისა, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 5 თამაშში თავი სამჯერ გამოიჩინა. „ულსან ჰიუნდაის“ 26 თამაშში 51 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში ლიდერია.