ფეხბურთი

14:08 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში კვარაცხელიას მსურველი გუნდების რიგი გაიზარდა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა მსურველთა სია გაიზარდა. როგორც Tuttomercatoweb-ი წერს, 20 წლის შემტევით მილანის „ინტერი“ და ბერგამოს „ატალანტაც“ არიან დაინტერესებული.

გამოცემა წერს, რომ ეს კლუბები „მილანის“, „იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ შემდეგ მოდიან, თუმცა, ფეხბურთელს ინტერესით აკვირდებიან. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტული ინფორმაცია უცნობია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასით და მოპოვებული 4 პენალტით გამოიჩინა. საქართველოს ნაკრებშიც ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს - 8 თამაში, 3 გოლი, 1 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

0.119168