ფეხბურთი

19:32 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "ფიზიკურად კარგად ვარ და მიზანი ყველა მატჩის მოგებაა"

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტურში მოსკოვის „სპარტაკთან“ (2:0) შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორივე გოლი მისი დამსახურებაა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს, არა მაგალითად, დუბლის ავტორი ჯორჯ დესპოტოვიჩი.

მატჩის შემდეგ კომენტარი 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუბინის“ მიზანი მიმდინარე სეზონში ყველა თამაშის მოგებაა.

„მძიმე ამინდი იიყო და მოედანიც ძალიან კარგი არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა სახლში მიგვაქვს. შესაბამისად, ბედნიერი ვარ. ქვინსი პრომესი ძალიან ძლიერი ინდივიდუალური მოთამაშეა, მასთან სიფრთხილეა საჭირო. ზამთრის შეკრებაზე კარგად მოვემზადეთ და ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში ვარ. მიზანი ამ სეზონში? ყველა დარჩენილი მატჩის მოგება“, - განაცხადა „კვარამ“.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 17 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. ყაზანის „რუბინი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და 8 მარტს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.

0.114442