ფეხბურთი

16:54 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონი "სპარტაკთან" შესანიშნავი საგოლე პასით განაახლა (+VIDEO)
"რუბინის" მეორე გოლიც ხვიჩას დამსახურებაა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა

რუსეთის პრემიერლიგის მეოცე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „სპარტაკთან“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა. ზამთრის პაუზის შემდეგ განახლებული სეზონის პირველივე მატჩში 20 წლის ქართველმა მოსკოვში შოუ დადგა.

საგოლე პასი და საგოლე შეტევაში აქტიური მონაწილეობა - „რუბინმა“ ხვიჩას დიდი დამსახურებით მოსკოვში „სახალხო გუნდს“ 2:0 მოუგო. კვარაცხელიამ 53-ე წუთზე ძალიან ჭკვიანური პასით ჯორჯ დესპოტოვიჩი მეკარეს პირისპირ შეატოვა და მანაც გარჯა დაუფასა, ხოლო 89-ე წუთზე თავად ხვიჩა ცდილობდა გატანას, მაგრამ მეკარემ მოიგერია. იქვე დამატებაზე დესპოტოვიჩი იყო და სერბმა დუბლი შეასრულა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და მაგრადაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ დესპოტოვიჩმა დუბლი შეასრულა, როგორც აღვნიშნეთ, ორივე გოლში ხვიჩას როლი დიდი იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდოც ქართველ შემტევს ერგო! ზოგადად, ხვიჩა სეზონის მეორე ნაწილს კარგ ფორმაში რომ ხვდებოდა, ცნობილი იყო, რადგან თურქეთში შეკრებაზე თავი 6 გოლი გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს 17 შეხვედრაში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. ყაზანის „რუბინი“ 31 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და 8 მარტს, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.

0.136598