ფეხბურთი

0:45 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძემ შესაძლოა "ჰოფენჰაიმთან" ითამაშოს

ბელგიური „გენტი“ ევროპა ლიგის მეექვსე ტურში გერმანულ „ჰოფენჰაიმთან“ მატჩისთვის ემზადება და გიორგი ჩაკვეტაძე 23-კაციან განაცხადშია, ის გუნდთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა.

ჩაკვეტაძეს სექტემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია და დიდი ხანი გაუცდა. თუმცა, ტრავმა მოირჩინა და სამი დღის წინ „დეინცესთან“ სპარინგში გარდა იმისა, რომ 70 წუთი ითამაშა, გოლიც გაიტანა.

ვნახოთ, მიეცემა თუ არა მას „ჰოფენჰაიმთან“ თამაშის შესაძლებლობა. ეს მატჩი „გენტისთვის“ ფორმალობაა, ჯგუფში ხუთივე თამაში წაგებული აქვს და ცხადია, პლეი-ოფში თამაშის შანსი დაკარგული აქვს.

0.116139