ბელგიურმა „გენტმა“ ქვედალიგელ დეინცესთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 55-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა. გიორგი მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაში დარჩა და ზუსტად დაარტყა.
გიორგიმ 70-ე წუთამდე ითამაშა. ეს პირველი თამაში იყო ტრავმის შემდეგ. მოსალოდნელია, რომ ქართველი შემტევი სულ მალე უფრო მეტად დაიტვირთება და გუნდს ოფიციალურ მატჩებშიც დაუბრუნდება.