კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ 7 ფეხბურთელი არ იყიდება. ხელშეუხებელ მოთამაშეებში არ შედიან ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ლუის სუარესი.
„მესის გარდა ჩვენ გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც არ იყიდებიან: ტერ შტეგენი, ლენგლე, დე იონგი, სემედუ, დემბელე და გრიზმანი. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებზეც დიდი გათვლა გვაქვს და ვინც ჩვენთან მრავალ წელს გაატარებენ.
ბუსკეტსი, სუარესი, პიკე, სერხი რობერტი, ალბა, ვიდალი, რაკიტიჩი და უმტიტი? ისინი არიან ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ყველა საჭირო პატივისცემით დატოვებენ“, - თქვა ბართომეუმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.