ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია. უტკინმა რადიო Эхо Москвы-სთან ცსკა-სთან ჩვენებურის თამაში გამოარჩია.
„თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, რომ ცსკა-მ „რუბინთან“ ვერ მოიგო... მაპატიეთ, მაგრამ, რატომ იყიდა ხვიჩა კვარაცხელია „რუბინმა“? რომ მან შედეგი მოიტანოს და განვითარდეს. შეხედეთ, „ურალს“ გიჟური გოლი გაუტანა, საკუთარ თავს გადაახტა. ცსკა-სთან კი პენალტი გამოიმუშავა, ბრწყინვალე ფინტით მოატყუა მეტოქე“, - თქვა უტკინმა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.
გუშინ რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობით, 19 წლის ქართველი შემტევით „კრასნოდარი“ და ერთი ესპანრი კლუბია დაინტერესებული, რომლის სახელი ამ ეტაპზე უცნობია.