ფეხბურთი

19:58 | 13.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას "კრასნოდარის" და ესპანური გუნდის ვარიანტი აქვს

ყაზანის „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა „კრასნოდარში“ გადავიდეს. Match TV-ს ინფორმაციით, რუსული კლუბი წინადადებას ამზადებს.

საინტერესოა, რომ „კრანსოდარი“ ხვიჩას დამატებით 2019 წლის ზამთარშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ კლუბში მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს მოთხოვნილი თანხის გადახდა.

მას შემდეგ, ცხადია კვარაცხელიას კარგი თამაშის შესაბამისად მისი ფასი გაიზარდა, თუმცა კონკრეტული თანხა, რის გადახდას კლუბი აპირებს, არ დასახელებულა. გარდა ამისა, ხსენებული წყარო ამბობს, რომ ქართველს წინადადება ესპანური გუნდიდანაც აქვს, რომლის ვინაობა უცნობია.

"რუბინის" მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის სურს, რომ ხვიჩა ყაზანში დარჩეს, მაგრამ კონკრეტულ შეთავაზებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგაში 25 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

0.123714