კიდევ ერთი მატჩი უმაყურებლოდ. როგორც გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, 31 მარტს, ნიურნბერგში, გერმანიისა და იტალიის ნაკრებთა ამხანაგური თამაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ამის მიზეზი კორონავირუსია, რის გამოც ევროპის მასშტაბით არაერთი თამაში გადაიდო ან უმაყურებლოდ ჩატარდება.
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები მიმდინარე თვის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის სამზადისის ეგიდით გაეჯიბრებიან ერთმანეთს. თუმცა, ჯერ ისიც არაა ცნობილი ჩატარდება თუ არა დამდეგ ზაფხულს ევრო 2020. უეფა ტურნირის 2021 წლისთვის ან რამდენიმე თვის გადადების იდეას განიხილავს.