ფეხბურთი

15:45 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ევრო 2020-ის გადადებისკენ მოუწოდებენ

უეფაზე ზეწოლა იზრდება. როგორც იტალიური მედია იტყობინება, უეფას წევრი წამყვანი ქვეყნის ფედერაციები ევროპის ჩემპიონატის გადადებას ითხოვენ.

კორონავირუსის გამო საფრთხე სპორტულ ღონისძიებებს და მათ შორის ფეხბურთსაც შეექმნა. სერია A-ს გათამაშება მინიმუმ 3 აპრილამდე შეწყდა და შესაძლოა სეზონს დასრულება ვერც მოესწროს. არც ისაა გამორიცხული, რომ სხვა საფეხბურთო ტურნირებიც შეჩერდეს.

ფედერაციებს კი სეზონის დასრულებისთვის (მათ შორის შესაძლოა ევროთასების) ზაფხულის კალენდარი დასჭირდეთ, მაგრამ ამას ხელს ევროპის ჩემპიონატი უშლის.

მეორეს მხრივ საფრთხეში თავად ევროპის ჩემპიონატიც დგას. უეფასთვის მომგებიანი არ იქნება ტურნირის უმაყურებლოდ ჩატარება, რადგან ბილეთებიდან 2.5 მილიარდი ევროს ზარალს ნახავს. ისევე, როგორც ტურნირის გაუქმება, საიდანაც ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება სატელევიზიო და კომეცრიული შემოსავლის თვალსაზრისით.

არაა გამორიცხული უეფა სერიოზულად დაფიქრდეს ტურნირის გადადებაზე. თუმცა არეფექტური იქნება ევრო 2020-ის ზამთრისთვის გადადება, რადგან ეს მომდევნო სეზონის საკლუბო კალენდარს შეაფარხებს. ამიტომაც, ამ ეტაპზე ევრო 2020-ის გადადების შემთხვევაში ყველაზე რეალურ ვარიანტად მისი 2021 წლის ზაფხულში ჩატარება განიხილება, ერთა ლიგის მეორე გათამაშების ფინალური ეტაპის ნაცვლად.

0.128269