კალათბურთი

0:19 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: "ძალიან კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში"

საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ (94:90) ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგი თამაში ჩაატარეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

გეტყვით, რომ გიორგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, 23 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. სერბეთი ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდია და მას დიდ პატივს ვცემთ. მატჩის ბოლო ნაწილში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და სწორედ ეს გვჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გვიყურებდა და ჩვენით ამაყობენ. მადლობა ყველა მათგანს“, - თქვა შერმადინმა ნამატჩევს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტ 2021-ზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს და შესარჩევ ეტაპზე ფორმალურად ასპარეზობს, სადაც მორიგ მატჩს 27 ნოემბერს ფინეთში ჩაატარებს.

0.117497