კალუმ ჰაინსის შესახებ ალბათ ბოლო ხანს არაერთხელ გსმენიათ, ის ბიჭია „ტოტენჰემს“ გოლის გატანაში რომ დაეხმარა - Ball Boy.
ჟოზე მოურინიოს მისი მიწვევა „ოლიმპიაკოსთან“ ნამატჩევს გასახდელში რომ სურდა, მაგრამ ვერ იპოვა. ახლა კი, „ბორნმუთთა“ მატჩამდე სადილზე მიიპატიჟეს და კალუმიც ფეხბურთელებს გაესაუბრა, მათთან ფოტოებიც გადაიღო.
- "მოურინიომ ჩემი ცხოვრება ფანტასტიკური გახადა" - კვირის გმირი Ball Boy და მათემატიკის გაკვეთილი
- მოურინიო და გმირი ბიჭუნა: "მინდოდა გასახდელში მიმეწვია, იცის რა უნდა გააკეთოს" (+VIDEO)
სხვათა შორის, უშუალოდ „ბორნმუთთან“ შეხვედრაში კი, ერთ-ერთი გოლი ჟოზესთან ერთად ისევ იზეიმა. მოკლედ, ინგლისელი ბიჭის ცხოვრება ერთმა ეპიზოდმა მთლიანად შეცვალა.