კალუმ ჰაინსს რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ ევროპაში ყველაზე ცნობილი Ball Boy (ბურთის მიმწოდებული ბიჭი) გამხდარიყო. გასულ კვირაში „ტოტენჰემმა“ „ოლიმპიაკოსს“ ერთი გოლი ნამდვილად კალუმის დიდი დამსახურებით და ძალისხმევით გაუტანა.
ჟოზე მოურინიომ ბიჭს მადლობა მაშინვე გადაუხადა, მაგრამ ნამატჩევს აღნიშნა, რომ მისი მიწვევა გასახდელში სურდა, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ ვეღარ იპოვა. სად იყო კალუმი? რატომ გაუშვა ჩინებული შანსი ხელიდან, რომ მოხვედრილიყო იქ, სადაც მოხვედრაზე ძალიან ბევრი მისი თანატოლი ოცნებობს...
„ტოტენჰემის“ და პორტუგალიელი სპეციალისტის გმირმა კომენტარი გააკეთა:
„ეს ცოტა სიურეალისტურია, მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი, გოლი არც კი მინახავს. ბურთის დაჭერით ვიყავი დაკავებული და მხოლოდ სტადიონის ხმაური გავიგე, მერე დავინახე, რომ კეინი გოლს ზეიმობდა და გოლი დიდ ეკრანზე განმეორებით ვნახე. მოურინიო ჩემთან მოვიდა და ეს სასიამოვნო იყო, მან შექმნა ჩემი დღე, მაგრამ მე ვამბობ, რომ ცხოვრება ფანტასტიკური გახადა. მე მიყვარს „ტოტენჰემი“ და ეს იყო მომენტი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გასახდელში რატომ არ ვიყავი? თამაშს შემდეგ მათემატიკის სასწავლად წავედი“, - თქვა კვირის გმირმა.
„სტადიონზე ვიყავით და დავინახეთ, რომ მოურინიო კალუმთან მივიდა. ეს უბრალოდ ჟესტი გვეგონა, მაგრამ შემდეგ ჩვენს ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. კალუმი უყურებს ამ ფეხბურთელებს და ბევრს სწავლობს. ჩვენ ვამაყობთ მისით“, - განაცხადა კალუმის დედამ კეილიმ.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემმა“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 4:2 დაამარცხა, ხოლო ბერძენთა კარში მეორე გოლი Ball Boy-ის სწრაფი აზროვნებითა და მოქმედებით დაიბადა...