ფეხბურთი

2:22 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყრუაშვილმა ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეორედ იმსაჯა

ქართველ მსაჯთა ბრიგადამ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრა იმსაჯა. ტრონჰეიმის „როსენბორგის“ და ავსტრიული „ლასკ ლინცის“ მატჩი გიორგი ყრუაშვილმა განსაჯა, მას ასისტენტობა გიორგი ელიკაშვილმა და ზაზა მენთეშაშვილმა გაუწიეს, ხოლო გიორგი ვადაჭკორია მეოთხე მსაჯის ფუნქციას ასრულებდა.

ნიშანდობლივია, რომ 2007 წლის შემდეგ ქართველი მსაჯები ასეთი რანგის ტურნირზე პირველად გამოჩნდნენ და ყრუაშვილმა უკვე ზედიზედ მეორე ტურში იმსაჯა. წინა ჯერზე მან „ლუგანო“ – „მალმეს“ (0:0) დაპირისპირება განსაჯა.

დღევანდელ დაპირისპირებას რაც შეეხება, „ლასკ ლინცმა“ 2:1 მოიგო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა, ხოლო „როსენბორგმა“ ხუთივე თამაში წააგო და ბოლო ადგილზე უქულოდ იმყოფება.

0.115779